|
"საქართველო "
პუტინი ბრიტანელთა თვალში წინ მიდის. მიდის კი?
"საქართველომ" არაერთხელ გამოაქვეყნა ქართულ ენაზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩახედული და ობიექტური ჟურნალის _ თჰე Eცონომისტ _ აზრი მსოფლიო მოვლენების, მათ შორის _ რუსეთის ამბების შესახებ. ამჯერად პუტინის პირადი მიღწევებისადმი მიძღვნილი წერილი (1-7.XII) მსახიობის ტრიუმფალური ტურნეს ანგარიშს ჰგავს, ოღონდ არა დედაქალაქთა სცენებზე, არამედ ცოტა უფრო "ქვევით". პუტინის საგარეო პოლიტიკა, ჟურნალის სიტყვით, "ბრწყინვალე, მაგრამ მყიფეა". ეკონომიკური რეფორმები "ფრთხილად დამაიმედებელია", დემოკრატია _ "ჯერ კიდევ გაუბედავი", საჯაროობის სულისკვეთების გამოღვიძების ნიშნები _ "მცირე, მაგრამ აღმოჩენადი". ამ მიღწევათა ნაწილი 11 სექტემბრის აქეთ თარიღდება. "ყველაზე კარგი ისაა, რომ _ ამიტომაა თუ იმიტომ _ პუტინი ატარებს კურსს, რომელიც, ფართო ხაზებში, სასურველია დასავლეთისთვის და წარმოუდგენელი იქნებოდა ჯერ კიდევ სამი თვის წინ. დღეს არაა ლაპარაკი "სტრატეგიულ პარტნერობაზე ჩინეთთან" ან ჩრდილოკორეელი დიქტატორის "უაღრესად თანამედროვე ადამიანად" ხსენება, აღარც იმ ძველი საბჭოთა ტაქტიკის ნიშანწყალია, რომ ევროპა ამერიკის ძუძუს ჩამოაცილონ. პირიქით, "დღეს თვითონ რუსეთი ლამობს ამერიკას შინაურულად შეეწყოს". პუტინი, ჟურნალისტის სიტყვით, დაეუფლა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისადმი ერთნაირი შემპარავი მიდგომის ხელოვნებას. "ცხარე მრავალსიტყვაობა და რისხვა მშვიდმა, დანაწევრებულმა და დამაჯერებელმა ლაპარაკის მანერამ შეცვალა, რომელსაც აქა-იქ, მარილად, მშრალი ოხუნჯობა ჩაერთვის ხოლმე". თუმცა უცხოელთა კეთილი აზრის მოპოვებისათვის ლაპარაკი არ კმარა, პუტინმა მოკლე ხანში, 11.IX-დან დღემდე, ყველაფერი იღონა, რათა რუსეთის, როგორც სანდო პარტნერის, იმეჯი შეექმნა. მან ეს შეძლო ავღანეთში ამერიკელთა უყოყმანო მხარდაჭერით, თუმცა მანამდე, იუგოსლავიის ოპერაციის დროს, რუსეთი ამ აქციას ბუზღუნით და ლამის მტრულად ჰხვდებოდა. "პუტინი სხვა მინუსთა მოწმენდასაც ცდილობს, უცხოეთიდან სამხედრო ბაზების გამოყვანისა და ჩეჩნეთში მოლაპარაკებათა დაწყების ჩათვლით". "ერთი დიდი მიზეზი პუტინის ქცევის ცვლილებისა არის მისი გულწრფელი სიძულვილი იმისადმი, რასაც იგი "ისლამურ ტერორიზმს" უწოდებს. რაც უნდა განსხვავებული იყოს რუსეთისა და დასავლეთის პოზიციები _ რაკეტებს შეეხება ეს თუ იუგოსლავიას _ ეს მხოლოდ ნიუანსებია იმასთან შედარებით, რასაც იგი უყურებს როგორც საერთო საფრთხეს რუსეთის სამხრეთით". თუ ადრე, "გაუბედავი გაურკვევლობის ხანაში" პუტინი უძლურად ჩამომჯდარი იყო მსოფლიო პროცესთა გზების განაპირას და მხოლოდ თავისზე ღარიბსა და თავისზე უარეს ქვეყნებს ეფლირტავებოდა", ახლა მან "თავისი კოჭები სათამაშო დაფაზე უკვე განალაგა". დღევანდელი რუსეთი მას თანამედროვე, ძლიერ ქვეყნად უნდა, რაც გულისხმობს დასავლეთიდან ფულისა და ნოუ-ჰაუების მიღებას თუნდაც რაგინდარა მოკლევადიანი პოლიტიკური დათმობების ფასად". გენერლებისა და სხვა "ქორების" პროტესტი როლს ვერ თამაშობს. პრესა მორჩილია. პუტინის კიდევ ერთი მიღწევა, ჟუნალის სიტყვით, ისაა, რომ რუსეთი დღეს თავს აღარ გრძნობს დაშლის პროცესში მყოფ ქვეყანად. პროვინციები ეფექტიან კონტროლშია, ხოლო მოავანტურისტო პოლიტიკოსები, რომლებიც ელცინის დროს ბოგინობდნენ, დაბადებულნი არიან. "არის მდგრადი მთავრობა, მზარდი ეკონომიკა, ბალანსირებული ბიუჯეტი და დაბალი ინფლაცია". პუტინი პოპულარულია. მიუხედავად ამისა, "მართლა ძნელი რეფორმები _ ბიუროკრატიისა, სამხედრო და უშიშროების იმპერიებისა, სახელმწიფოს მიერ მართული ბინებისა და გათბობისა" და სხვა _ ჟურნალის სიტყვით, ჯერ კიდევ ხელნახლები არ არის. ახალ კანონებს ჯერ კიდევ შესრულება უნდა. ეკონომიკის ზრდამ 8%-ზე მეტი წლიური ნამატით, რაც გამოიწვია 1998 წლის რუბლის დევალვაციამ და ნავთობის ფასების ავარდნამ, უკვე იკლო და 5%-ზე ჩამოვიდა. იმ ორ წარმატებულ წელიწადში მოგროვილი რესურსი ერთ წელიწადს თუ გაძლებს, იმასაც _ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი გარკვეული ხნით 12 დოლარს არ ჩამოსცილდა. თუ გასაშუალოებით შევხედავთ, რუსეთის საქმეები, ჟურნალის თქმით, მაინც კარგა უფერულად გამოიყურება. ბიზნესთა 40% უკან მიდის, იმპორტი იზრდება, ექსპორტი (გარდა ნედლეულისა) თვალში საცემად მცირეა. მანქანა-დანადგარები საშუალოდ 16 წლისაა (დაახლოებით სამჯერ უფრო ძველია, ვიდრე დასავლეთში). სახელმწიფოს ჩარევის ხარისხი დიდია (რაც ჟურნალს მინუსად მიაჩნია). მოხელეობასთან დაკავშირებული და სახელმწიფოს მიერ დომინირებული საბანკო სისტემა იცავს ძველ ბიზნესს და კაპიტალს დევნის ახლიდან. "მცირე ფირმები, რომლებიც ძლიერ ეკონომიკათა ხერხემალი არიან, რუსეთში სულ ნაკლები და ნაკლები რჩება". უდიდეს პრობლემად რჩება ბიუროკრატიისა და პოლიტიკის კორუმპირებული კავშირი ბიზნესთან, რასაც აქტიურად ებრძვის სტეპაშინი და მისი უწყება. ლიცენზიების სისტემა შევიწროვდა. სამართალდაცვის სისტემის რეფორმირება კანონმდებლობას არ გასცილებია, ძალოვანი უწყებები ხელუხლებელია, სახელმწიფო ხელისუფალთა ნდობა და წადილი, რომ იყოს "სუფთა" მთავრობა, უკმარია, და სახეზეა "სამოქალაქო სულისკვეთების" სისუსტე, რომლის გამოც დაჩაგრულ კაცს ურჩევნია "მოკეტოს" ან "გადაიხადოს", ვიდრე ხმაური ატეხოს. წერილს დართული აქვს ფრიად საინტერესო ცხრილი პუტინის შეფასებისა იმ ძირითად პარამეტრებში, რომლებითაც, როგორც ჩანს, ხდება პოსტკომუნისტური ლიდერების შეფასება ცივილიზებულ სამყაროში. აი, იგი:
პუტინის იმ ნაბიჯებზე, რაც მან ბოლო თვეებში გადადგა თავისი ქვეყნის ტრადიციული კურსისგან განსხვავებით და რასაც იგი მაინცდამაინც რეკლამას არ უკეთებს, ჟურნალი, ბუნებრივია, ტაქტიანად დუმს ან თითქმის დუმს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |