|
"საქართველო "
იატაკქვეშა კრემლის საიდუმლოებანი?
The Economist-ის წერილი "ძველნი ახალთა წინააღმდეგ" (ქვესათაური: "სამოქალაქო ომი პრეზიდენტ პუტინის ბანაკში") მეტად ღარიბია ფერებით იმასთან შედარებით, რასაც უნდა წარმოგვიდგენდეს ორასმილიარდიანი ინდუსტრიული სუპერდესპოტიის სახელისუფლებო კულისების სურათი XXI საუკუნის პირველ წელს. ჟურნალის ცნობით, ამ ჭიდილს სულ ორი მნიშვნელოვანი მხარე ჰყავს: "ოჯახი", ანუ ელცინის დროიდან მორჩენილი ბობოლები (დასახელებულნი არიან ფოლოშინი და კასიანოვი) და "ახლები", რომელნიც, ძირითადად, პუტინის მიერ დაყენებული ძალოსანნი არიან. ჭიდაობის საგანი ასე განისაზღვრება: სიტყვით ესაა კურსი, ანუ ასარჩევი პოლიტიკის მიმართულება. საქმით _ ფული და ძალაუფლება. სისხლი ჯერ არსად ჩანს. ყველაზე დრამატულ ეპიზოდად დღესდღეობით გამოიყურება "ძველების" წარმომადგენელ აქსიონენკოსთან კორუფციან მებრძოლთა ღამის ვიზიტი, როელიც მისი შვილიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. თვით პუტინი, ჟურნალის მიხედვით, მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ პოზიციაშია და მას პირადად არც ერჩიან.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |