"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

კორუფციასთან ახალი ბრძოლის ახალი ეტაპი

უკვე დიდი ხანია მას მერე, რაც საქართველო კორუფციას ებრძვის. ეს ბრძოლა ქრონიკულში გადაიზარდა და მხოლოდ პერიოდული გამწვავებები ახასიათებს. სწორედ ასეთი მორიგი გამწვავების მოწმენი გავხდებით უახლოეს ხანებში, როდესაც საქართველოს ახალი სახელმწიფო მინისტრი დაიწყებს ბრძოლას, რომელსაც საფუძველი უკვე ჩაეყარა. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის კონტრაბანდასთან ბრძოლის ახალ ეტაპს სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს უკავშირებს. მინისტრის განცხადებით, კონტრაბანდასა და კორუფციაში მონაწილე 15-25% ძალისმიერი სტრუქტურის წარმომადგენლებზე მოდის. 40% კი იმ ადამიანებზე, რომელნიც შემოსავლების სამინისტროს უწყებებთან და საბაჟო-საგადასახადო სისტემებთან არიან დაკავშირებულნი. მისივე თქმით, კონტრაბანდისა და კორუფციის 2% დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებზე მოდის. ჯორბენაძე "ყველა მხილებულის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას" აპირებს. ასე რომ, ქართულ ავადმყოფობას სახელად "კორუფციასთან ბრძოლას" ახალი გამწვავება დაეწყო.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com