|
"საქართველო "
ამერიკა ომს იგებს, უკვე მოიგო. მაგრამ რა ვუყოთ "იდეოლოგიურ" ხარვეზებს?
ასეთს ბრიტანული თჰე Eცონომისტ ორს ხედავს. ერთია თავდაცვის მდივნის რამსფელდის სიტყვები, ამერიკას საიმისოდ არა აქვს საქმე, რომ ომში ტყვეები აიყვანოსო, და მისივე გამოთქმული იმედი, თალიბანის მხარეზე მეომარ უცხოელებს შინ არ გაუშვებენო. გამოდის, რომ უნდა დაირღვეს ომის საყოველთაო კანონი, რომ მტერს, რომელიც გბარდება, აღარ უნდა ესროლო? მეორეა ბუშის მიერ გამოთქმული განზრახვა, დაწესდეს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოელები საიდუმლო ტრიბუნალმა დაკითხოს, რითაც, თეორიულად, გზა ეხსნება იმის შესაძლებლობას, რომ სიკვდილი მიესაჯოს ადამიანს ისე, რომ იურიდიული დაცვის ყველა საშუალება ვერ გამოიყენოს. ახალი ტიპის საშიშროებამ, რომლის წინაშეც ამერიკა დადგა, მის კლასიკურ იდეალებს _ თავისუფლებისა, სამართლიანობისა და კანონის ბატონობისას _ ახალი მძიმე პრობლემები შეუქმნა. ზოგ ევროპულ ხელისუფლებაში ეჭვი გაჩნდა, ჰმართებს თუ არა სხვა ქვეყანას ამერიკას გადასცეს ეჭვმიტანილი, რომელიც შეიძლება დაკითხულ იქნას ამ წესით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |