"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

მუსლიმანი ხალხების რეაქცია

არაბულ დედაქალაქებში მწარე ანეკდოტს ჰყვებიან: 2030 წელს ნიუ-იორკელი უჩვენებს შვილს "ტყუპი კოშკების" ნანგრევს. "რა დაემართა ამ შენობებს?" _ კითხულობს ბავშვი. არაბებმა დაანგრიეს. _ რა არის არაბი?

ის მუსლიმანებიც კი, რომლებიც 11.IX-ის შემდეგ ამერიკელებს გულით თანაუგძნობდნენ, ავღანეთში მოპოვებული სწრაფი გამარჯვების შემდეგ შიშობენ, რომ ერთიანი სიძულვილმა ყველა "მტრისადმი", რომელთა უმრავლესობა, იგულისხმება, მუსლიმანია, შეიძლება მეტისმეტად განზოგადებული სახე მიიღოს. მწარედ გაღიზიანებულნი არიან არა მხოლოდ განმაზოგადებელთა წინააღმდეგ, არამედ იმ თანამორწმუნეთა წინააღმდეგაც, ვინც ტერორისტების ტრიუმფალური მხარდაჭერით ამ განზოგადებისთვის საბაბი შექმნა.

ფაქტებმა ულმობლად დაანგრია მუსლიმანებში გავრცელებული ილუზიები, თითქოს ალ-ყაიდას წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები ნაყალბევია, თითქოს ავღანეთი უძლეველია, თითქოს ეს-ესაა დაიწყება მსოფლიო "ჯიჰადი", თითქოს დაბომბვა "შეადუღაბებს" მართლმორწმუნეებს და ა. შ., დაინგრა. ყველამ დაინახა, როგორ ამოისუნთქეს ავღანელებმა თალიბთა დამარცხების შემდეგ. ამიტომ დღეს ლიბერალი მუსლიმანები ბედავენ, ილაპარაკონ "რელიგიური ბოსკურანტიზმისა" და "სარწმუნოების ბოროტად გამოყენების" შესახებ და მათ საწინააღმდეგოდ. თანამორწმუნეებს მოუწოდებენ, ხელი აიღონ ანთიპათიაზე დასავლეთის მიმართ. პრაქტიკულად, მთავრობებმა დაიწყეს რელიგიური სასწავლებლების და რელიგიური საბაბით ქველმოქმედების კონტროლის ზომათა მიღება თავის ფუნდამენტალისტური მოძრაობების შესაზღუდავად. მიუხედავად ყოველივე ამისა, თჰე Eცონომისტ"-ის ცნობით, ეჭვიანი დამოკიდებულება ამერიკისადმი, რომელიც სულაც არ საჭიროებს ბინ ლადენს, როგორც მაკავშირებელ ფიგურას, მაინც ძალაშია. ამერიკელებს ჰბრალდებათ "საერთაშორისო ტერორიზმი" და გაცოცხლებულია უშუალოდ მოწოდება "სიონიზმთან" ბრძოლის და ისლამური დიდებისა თუ ღირსების აღდგენისკენ. სხვა იდეოლოგიური ვერსები, რომლებიც არაბულ მასმედიაში ტრიალებს, ისაა, რომ ყოველივე იმით, რაც ხდება, ამერიკა უმიზნებს შუა აზიას და მის ნავთობს, რომ არაბული ქვეყნები ჯერ კიდევ ნახევრად კოლონიალიზმში არიან და ამ უკანასკნელს ებრძვიან, და რომ ამერიკა "მსოფლიო სუპერპოლიციელია". მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმანთა უმრავლესობა ამართლებს ამერიკელთა ანტიტერორისტულ ნაბიჯებს, მათი პოლიტიკა ერაყის და სხვა არაბული ქვეყნების მიმართ, აგრეთვე ქაშმირის მუსლიმანებისა და პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტის მიმართ მათში უდიდეს გაღიზიანებას იწვევს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com