|
"საქართველო "
რწმენის გარეშე ჯვრის ტარება უშედეგოა
როცა ადამიანს მოულოდნელი შიში ან სიხარული ეწვევა, არაცნობიერად პირჯვარს გადაისახავს და ღმერთს ახსენებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა არის პირჯვარი და რა ძალა გააჩნია მას? აუცილებელია თუ არა მისი გადაწერა? პირჯვარი ჯვრიდან მომდინარეობს. ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი დაამსჭვალეს, უდიდესი მისტიური ძალის ფუნქციისა და დანიშნულების მატარებული ფიზიკური და სულიერი საგანია. ბოროტ ძალას მხოლოდ ღმერთის, ლოცვისა და ჯვრის ეშინია. ჩვენ ეშმაკს თოფით და იარაღით ვერ შევაშინებთ, ვერ გავაგდებთ და თავს ვერ დავიცავთ. მისგან გათავისუფლება მხოლოდ ამ ატრიბუტიკით შეიძლება. როცა ადამიანი ინათლება, მას ჩუქნიან ჯვარს, რომელიც უნდა ატაროს, ეს გახლავთ მისი დამცველი საშუალება. თუმცა მხოლოდ ტარება უშედეგოა, თუ არ გავისიგრძეგანებთ იმ ფუნქციას, მისიას, რისთვისაც მაცხოვარი ჯვარს დაემსჭვალა. ამით ჩვენ სულიერ კავშირს ვამყარებთ უფალთან. როცა პირჯვარს ვიწერთ და ვამბობთ: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, გადის ყოველი ბოროტი აზრი და ძალა. დაცული ვართ იმ ცუდი ზემოქმედებისგან, რითაც ზოგჯერ ადამიანი ბოროტი ძალისგან იძლევა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |