"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

რატომ იწერენ მართლმადიდებლები პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ?

პირჯვრის გადაწერას ერთგვარი კულტურა და წესი აქვს. მართლმადიდებლები მარჯვნიდან მარცხნივ იწერენ პირჯვარს სხვა ქრისტიანებისგან განსხვავებით.

სახარებაში პირდაპირ წერია, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აღვიდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისაო. მარჯვენას ყოველთვის უპირატესობა აქვს და ამ უპირატესობის გამოყენებას ვცდილობთ ქრისტიანობაშიც და ჯვარშიც. თუ მარჯვენა უპირატესია, პირჯვრის გადაწერა რატომ უნდა დავიწყოთ მარცხნიდან და არა მარჯვნიდან.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com