"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

არის თუ არა პომადის წასმა და თვალების დახატვა ცოდვა?

ეკლესია გვასწავლის, რომ ადამიანი სუფთად, ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ზომიერებას ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ მთელი დღე რომ ადამიანი სარკის წინ ზის, იპრანჭება და აუარება თანხას ხარჯავს საღებავებსა და ფერუმარილში, ცოდვად ეთვლება. ყველა სუფთად და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს ღვთისა და მოყვასის წინაშე, მაგრამ ზომიერება უნდა დაიცვას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com