"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

თბილისს გაზი შეუწყდება?!

გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ იანვრის შუა რიცხვებიდან თბილისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, "თბილგაზის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ცაავამ უარყო. მისი განცხადებით "საქგაზს" გაზის შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად არ უცნობებია. მისივე თქმით, "თბილგაზის" ხელმძღვანელობა მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას გაზის მიწოდება არ შეუწყდეს. თბილისის მერი ვანო ზოდელავა პირობას დებს, რომ გაზის მიწოდების წინასწარი გადახდის პრინციპის თანახმად, მერიამ უკვე ასი ათასი ლარი გადარიცხა. რაც შეეხება თებერვალში გაზის გათიშვის საშიშროებას, ზოდელავა აცხადებს, რომ გაზით დედაქალაქის მომარაგება არ შეწყდება. იგივე პირობას იძლევა ფინანსთან მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com