"საქართველო "
# 11 (1783)
8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

კონფლიქტის შესაძლო სცენარი

ამერიკელები არ მალავენ, რომ საბრძოლო მოქმედება შეიძლება დაიწყოს როგორც პასუხი ინსპექტორთა მუშაობის რაღაც კონკრეტულ დაბრკოლებაზე ერაყელთა მიერ. შესაძლებელია აგრეთვე არასაფრენი ზონის გუშაგობის ოპერაციები გაფართოვდეს და მოიცვას არა მხოლოდ ერაყის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის განადგურება, არამედ მისი საკომუნიკაციო სისტემის მოშლაც. ჰუსეინმა იცის, რა მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ ომის დასაწყებად გონივრული საბაბის ქონა და ამიტომ ყველანაირად ცდილობს ასეთი საბაბი არ შექმნას. ამერიკელები თავის მხრივ, ცდილობენ ყოველნაირად უჩვენონ არაბულ სამყაროს, რომ ერაყთან კონფლიქტი არ ნიშნავს მასთან კონფლიქტს. ამას ადასტურებს, მაგალითად, ამერიკელთა ძალიან აქტიური ყურადღება იზრაელ-პალესტინელთა ურთიერთობისადმი, რაც პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენაა მიმართული საბოლოო ჯამში, და წყალთან დაკავშირებული ლიბან-იზრაელის კონფლიქტისადმი, რომელიც ახლახან გაჩნდა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com