"საქართველო "
# 11 (1783)
8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

ძირს დიქტატორი სადამი

გარდა ძირითადი და არსებითი მიზეზისა - ბირთვულ-ქიმიურ-ბაქტეროლოგიური საშიშროებისა - რის გამოც ერაყელ დიქტატორს გამანადგურებელი დარტყმა ელის, მას სხვა ცოდვებიც აქვს. იგი დიქტატორია თავისი ქვეყნის მიმართ, ქურთების მასობრივი ხოცვის ერთ-ერთი ავტორია და მრავალგზისი გამტეხია საერთაშორისო შეთახმებებისა და ხელშეკრულებებისა. ამიტომ დასავლელ პოლიტიკოსთა წრეში ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ იგი დამხობას "იმსახურებს" ამ დამატებითი მოტივითაც, რის გამოც საერთაშორისო ჩარევა მისი ქვეყნის ამ შინაგან საქმეში დასაშვებია. არაბული ქვეყნების საზოგადოებაში, თვით ერაყის ჩათვლით, აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ სადამ ჰუსეინის მოცილება სასურველია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com