|
"საქართველო "
მოკავშირე ინგლისელთა პოზიცია
ინგლისელებს და, კერძოდ, ბლეირს საკუთარი სირთულეები აქვთ შესაძლო ომთან დაკავშირებით. ბლეირისა და ბუშის ფართო კამპანიას ერაყის წინააღმდგ უკვე გარანტირებული პოლიტიკური გამარჯვება ელოდა (მის მხარეზე გაეროც დგებოდა და საზოგადოებრივი აზრიც), როცა სადამ ჰუსეინის გულწრფელმა თუ მოჩვენებითმა თანხმობამ ინსპექტორების შეშვებაზე "კარტი აურია". ბლეირს მის ქვეყანაში ვერავინ შეუშლის ხელს, რომ დაგეგმილ სამხედრო აქციაში დაგეგმილი მონაწილეობა მიიღოს, რადგან მას საამისოდ პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება (ომის გამოცხადების პრეროგატივა, რომელიც მეფეს ეკუთვნოდა, ამ ქვეყანაში დღეს ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის). მაგრამ ინგლისელ ლეიბორისტებს, რომელთა ლიდერიცაა ბლეირი, თურმე განსაკუთრებული ნდობა და სიმპათია აქვთ გაეროსი, რის გამოც გამორიცხულია, რომ მათ ბლეირს მოუწონონ მოში მონაწილეობა, თუკი ეს გაეროს ახალი რეზოლუციის გარეშე მოხდება. მაგრამ ეს მოხდება, თუკი ბუშმა თავისი გეგმა არ გადასინჯა და თუ გაერომ ახალი რეზოლუცია არ მიიღო. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ინგლისი იომებს და ბლეირს თავის პარტიასთან იდეური დაპირისპირება მოუხდება. რა განაპირობებს ლეიბორისტთა ამ პოზიციას? THE ECONOMIST-ის სიტყვით, ესაა "არა იმდენად ბრმა ერთგულება გაეროსადმი, რამდენადაც ატავისტური ანტიამერიკანიზმი. ძველისძველი სიმპათია კონსერვატიული არაბებისადმი და შურნარევი გმობა ბლეირის ყოყლოჩინა საჯარო თავდაჭერისადმი ამერიკის პრეზიდენტთან ერთად".
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |