"საქართველო "
# 11 (1783)
8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

... მაგრამ ბლეირის კურსი ბევრს აეჭვებს და აღიზიანებს (ფ. სტივენსი, "ფაინენშელ ტაიმსი", ნაწყვეტები)

"ყველაზე გადასარევი ისაა, რომ იგი არ ყოყმანობს. "სამართლიანი იქნება ეს ომი?" "რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკვდება?" "ხომ არ გააჩენს ეს ომი ხანძარს მთელ რეგიონში?" ხომ არ არსებობს სადამ ჰუსეინზე ზემოქმედების სხვა გზა?" ეს კითხვები გვაწვალებს ჩვენ, მაგრამ არა ტონი ბლეირს.

ერაყელ ტირანს იძულებულნი ვართ, ველაპარაკოთ. ხიფათი რეალურია. კარგია, თუ ჰუსეინი გაეროს მისცემს თავისი მასობრივი მოსპობის იარაღების მოსპობის საშუალებას. მაგრამ იგი ალბათ ამას არ იზამს. ეს ნიშნავს ომს და - ეს საძაგელი ევფემიზმი რომ ვიხმაროთ - ბაღდადის რეჟიმის შეცვლას...

გაეროსმიერი სანქციების რეჟიმს (ლაპარაკია ეკონომიკურ სანქციებზე ერაყის მიმართ) ბზარი აღმოაჩნდა და სადამ ჰუსეინი 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს წლიურად თავის შეიარაღებათა პროგრამისათვის... ჩვენ ვიცით, რომ მისტერ ჰუსეინს აგენტები დაუდის მთელ მსოფლიოში, ნაღდი ფულის ჩემოდნებით, რათა გახლეჩადი მასალები იყიდონ ბირთვული დანადგარისთვის. მას რაკეტების მშენებლობის იატაკქვეშა პროგრამაც აქვს. მაგრამ ეს ჩვენი საკითხის გარეთაა, გარკვეული აზრით. რა თქმა უნდა, სადამ ჰუსეინი საშიშია. მაგრამ დიდი კითხვა ყოველთვის იყო და არის ეს: არის თუ არა სრულმასშტაბიანი ომი მასთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება?

ბლეირის დარწმუნებულობა ემყარება ერთის მხრივ გლადსტონისებრი მორალიზმის და მეორეს მხრივ ბრიტანული ინტერესების წინწაწევის მისწრაფების ნარევს. ერაყი ის გზაჯვარედინია, სადაც ერთმანეთს ჰხვდებიან მისიონერი და პრაგმატიკოსი, და ლიბერალური იმპერიალისტი აქ ეჯახება მაკიაველისეულ ხელმწიფეს. აშშ მიმხრობა, რათა მსოფლიო გაათავისუფლოთ მისტერ ჰუსეინისაგან, სწორი ეთიკური არჩევანია. ამავე დროს ეს ემსახურება ბრიტანეთის სტრატეგიულ ინტერესებს. თავისი დოქტრინა ჰუმანიტარული ინტერვენციისა ბლეირმა პირველად კოსოვოს კონფლიქტთან დაკავშირებით გამოთქვა... მიზანი იყო სამხედრო აქციის გამართლება, რომელსაც უნდა აღეკვეთა მილოშევიჩისეული ეთნიკური წმენდა. ხიფათი, რომელიც მისტერ ჰუსეინისგან მოდის, სხვაგვარია, მაგრამ პრინციპი იგივეა: სახელმწიფოთა სუვერენიტეტი პირობადებულია იმაზე, თუ რამდენად მიღებული აქვთ მათ სახელმძღვანელოდ მოქცევის საყოველთაო წესები. საერთაშორისო საზოგადოებრიობას აქვს იმის უფლება და მოვალეობა, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, ეს წესები სამხედრო ძალით მოახვიოს თავს დამრღვევს.

მე და, მე მგონი, მრავალს ბლეირის მომხრეთაგანს ის გვადარდებს, რომ ბლეირის ლიბერალური ინტერნაციონალიზმი მაინცდამაინც მოხერხებულად ვერ ზის ვაშინგტონელ ნეოკონსერვატორთა ცხვირმაგარი იმპერიალიზმის გვერდით. ქორებს (მაგარი ხაზის მომხრეებს, რედ.) სულ სხვა მოტივები და სხვა ამბიციები აქვთ. მათი მისია, რომელიც შორს სცილდება ჰუსეინის განიარაღების მიზანს, არის ახლო აღმოსავლეთის დაწყნარება და ამ რეგიონის გარდაქმნა ამერიკის ეროვნული ინტერესის შესაბამისად. რაც შეეხება იზრაელისა და პალესტინელების კონფლიქტს, აქა მერიკა მხარს უჭერს იზრაელს, რაც გინდა მოხდეს. აქ ძნელია ახალი საერთაშორისო წესრიგის რაიმე მომასწავლებელი ნიშნის დანახვა...

მისტერ ბლეირი ცდილობს, ამერიკის მკვეთრად ალესილი მისწრაფება მისი ვიწროდ ეროვნული მიზნის განხორციელებისა ინტერნაციონალისტური ჩარჩოსკენ წარმართოს. თუ გავითვალისწინებთ, რა და რა არჩევანები არსებობს, ეს მცდელობა შრომად ღირს. მაგრამ გარანტირებული შედეგი აქ არ არსებობს...



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com