|
"საქართველო "
ერაყის შეიარაღებათა გამო
1991-1998 წლებში გაეროს ინსპექტორებმა ამომწურავი მასალა შეაგროვეს ერაყის მცდელობაზე, რომ მასობრივი მოსპობის იარაღები შექმნას, აგრეთვე მათი გადამტანი რაკეტები ააგოს. 1998 წელს რომ ინსპექტორებმა იძულებით მიატოვეს ერაყი, მათ ეჭვი ეპარებოდათ, რომ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ყველა საწყობი ვერ ნახეს, რომ ყველა მასალა ვერ აღრიცხეს და რომ გამორჩათ ამ იარაღის დამამზადებელი საწარმოები, რომლებიც პატარაა და ადვილი დასამალავია. ყველაზე უკეთ ინსპექტორებმა რაკეტების წარმოება შეისწავლეს. მათი დასკვნით, ერაყს შეეძლო აეკრიბა "ალ-ჰუსეინ" ტიპის რამდენიმე ცალი რაკეტა (650 კმ რადიუსით მოქმედი) და რამდენიმე კიდევ უფრო მოკლერადიუსიანი. ბირთვული იარაღის მაწარმოებელი ინფრასტრუქტურა მოშალეს, მაგრამ ცოდნა დარჩა და მას ძალუძს მალე მოიპოვოს შედეგი, მით უფრო, თუ ნედლეულის - გახლეჩადი მასალის - საზღვარგარეთ მოპოვება შეძლეს. 1998 წლიდან გაურკვევლობამ იმატა. თანამგზავრებმა აღბეჭდეს აქტივობა იმ ადგილებში, სადაც ადრე ქარხნები იყო. დაზვერვამაც შენიშნა აგენტურული ქსელი, რომელსაც ტექნოლოგიებისა და მასალების შოვნა ევალებოდა. ერაყს დაარსებული ჰქონდა მომარაგების ბლოკები "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში. არის მინიშნება ურანის გამამდიდრებელი საწარმოს დანადგარებით აღჭურვის მცდელობაზე, მაგრამ, ეს მცდელობა ერაყს ჩაუვარდა (სტივენ ფიდლერი, "ფაინენშელ ტაიმსი", შემოკლებულია).
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |