"საქართველო "
# 11 (1783)
8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

ერაყი - შიშთა და ინტერესთა კვანძი

ერაყი დღეს ფეთქებადსაშიშია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან შეიძლება რეალურად წამოიწყოს (როცა გაუჭირდება) ქიმიური და ბიოლოგიური ომის ავანტურა (იარაღით, რომელსაც მისი დამღა ექნება და რუსული შიგთავსი), არამედ იმიტომაც, რომ იქ გავარდნილ თოფს შესაძლოა ჯაჭვურ რეაქციასავით ახალ-ახალ ადგილას იარაღის ამოქმედება მოჰყვეს. მეორე ხიფათი ნაკლებ რეალურია პირველზე, რადგან ძალთა უპირატესობა მსოფლიოში დღეს იმდენად აშკარაა, რომ დიდი ომის ცდუნებას ნაკლებად ბადებს. მაგრამ მით უფრო დიდია პირველი საშიშროება, რადგან ტექნოლოგიური წინსვლა ამ მომაკვდინებელ საშუალებათა წარმოებაში შეუმჩნეველია და ასევე შეუმჩნეველია პოტენციურ ავანტურისტთა გონებაში ამა თუ იმ გეგმის მომწიფების პროცესი.

ვბეჭდავთ შემოკლებით რამდენსამე მასალას ამ თემაზე.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com