"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

მოხმარებული ელ. ენერგიის და მისი ღირებულების დამალვის მაჩვენებელი

ვაჟა კაკაბაძე

საქართველოს რამდენიმე მხარეში დაინერგა ახალი სახის მრიცხველები, რომელიც თითქმის გამორიცხავს მოხმარებული ელ. ენერგიის და მისი ღირებულების დამალვის შესაძლებლობას. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ის ობიექტები, სადაც ახალი მრიცხველები დამონტაჟდა, რეალურად უფრო მეტ ელ. ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ეს ადრე ფიქსირდებოდა. ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე მეთოდი, რომელმაც გამოავლინა ის რეალური თანხა და მოხმარებული ელ. ენერგია, რომელიც იმალებოდა აბონენტების მიერ, მრიცხველებზე მოხმარებული ელ. ენერგიის ჩვენების ჩამოყრით და უკანონო ელ. სადენების გაყვანის დახმარებით. ამ მეთოდის ასახსნელად ავირჩიე გამოთვლის საშუალო პროგრესული მეთოდი, ვინაიდან ეს მეთოდი საშულებას იძლევა გამოვრიცხოთ ის მცირე სიმძლავრეების ობიექტები, სადაც ელ. ენერგიის ან თანხის დამალვის საშუალო არითმეტიკული უმნიშვნელოა.

დავუშვათ, რომ საქმიანობის სფეროს ხუთ სხვადასხვა ობიექტზე მოხმარებული ელ. ენერგიის რეალური თანხის შემოსავლის საშუალო პროგრესიული M სიდიდის ტოლია, ხოლო ამავე ობიექტებზე მოხმარებული ელ. ენერგიის არარეალური თანხის შემოსავლის საშუალო პროგრესული ტოლია D სიდიდის, სადაც D მაჩვენებლის ზრდა ანუ M სიდიდისკენ სწრაფვა მიუთითებს დამალული თანხის ზრდის შესაძლებლობის შემცირებას. და თუ, დამალლ თანხას აღვნიშნავ F მაჩვენებლით, ობიექტების რაოდენობას N-ით, ხოლო K სიდიდით იმ მრიცხველების რაოდენობას, სადაც გაიზომა რეალური თანხის შემოსავლის საშუალო პროგრესული შესაძლებლობის ნორმა, მაშინ დამალვის მაჩვენებელი ტოლი იქნება: F=(N-K)X(M-D). სადაც K ნაკლებია N-ზე (K რეალური და არარეალური თანხის შემოსავლის საშუალო პროგრესული ასახავს: 1. თანხის შემოსავლის საშუალო პროგრესული შესაძლებლობის ნორმას - M-ის შემთხვევაში რეალური თანხის, ხოლო D-ს შემთხვევაში არარეალური თანხის შემოსავლის საშუალო პროგრესული შესაძლებლობის ნორმას; 2. ერთობლიობაში შემავალ არა ყველა ერთეულს, მაჩვენებელს, არამედ მხოლოდ იმ მაჩვენებლებს, რომლებსაც ახასიათებს M-ის და D-ს თვისებები.

აღნიშნული ფორმულა შესაძლებლობას იძლევა გამოვავლინოთ ცალკეულ რაიონში ან რეგიონში აბონენტების მიერ ელ. ენერგიის და, შესაბამისად, თანხის დამალვის მაჩვენებელი.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com