"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

გაახალგაზრდავების რეცეპტი მოძებნილია

ეს უნიკალური რეცეპტი აღმოჩენილია იუნესკოს ექსპედიციის მიერ 1971 წელს ტიბეტურ მონასტერში თიხის ფირფიტებზე. შედგენილია 4-5 ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე. თავისი სიმარტივისა და ეფექტურობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული.

მოქმედება და შედეგი: მკვეთრად აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა საერთო ცვლას, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიური ხდება. ყოველივე ამის შედეგად კი ისპობა გულის კუნთის ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლის, სხვადასხვა სიმსივნეების წარმოშობის შესაძლებლობა. ხდება მხედველობის გაუმჯობესება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

დამზადება: გავრეცხოთ და გავწმინდოთ 350 გ ნიორი, დავჭრათ წვრილად და დავსრისოთ ჭურჭელში ხის ან ფაიფურის კოვზით. ავიღოთ ამ მასის 200 გ ქვემო ფენიდან (სადაც წვენი მეტია). მოვათავსოთ მინის ჭურჭელში, დავასხათ 200 გ 96+-იანი სამედიცინო სპირტი და ჭურჭელი მჭიდროდ დავხუროთ. გავაჩეროთ ბნელ, გრილ ადგილას 10 დღე, შემდეგ ჭურჭლის შიგთავსი გავფილტროთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში ან მკვრივ ქსოვილში და გავწუროთ. ჩავასხათ ისევ მინის სუფთა ჭურჭელში და გავაჩეროთ ასე 2-3 დღე ბნელ, გრილ ადგილას, რის შემდეგაც იგი მზად იქნება გამოსაყენებლად.

მკურნალობის კურსი: ნაყენი დავლიოთ ცივ რძესთან (50 გ რძე ერთ მიღებაზე) 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე შემდეგი სქემით:

მე-11 დღიდან მივიღოთ 25 წვეთი ყოველ მიღებაზე. მიღება გავაგრძელოთ მანამ, სანამ მთელი ნაყენი არ დამთავრდება. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს მხოლოდ 6 წლის შემდეგ. ნაყენი უნდა დამზადდეს შემოდგომაზე. მიღების ბოლო ვადაა იანვრის ბოლო. უფრო გვიან იგი არაეფექტურია.

შალვა საბახტარიშვილი. სამკურნალო წიგნი, ტ. I, გამომცემლობა "სინათლე", თბილისი, 1995.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com