|
"საქართველო "
აფრიკელები თავს იცავენ
სამხრეთ აფრიკაში შიდსით ინფიცირებულია 4,7 მილიონი სული - მეტი, ვიდრე სადმე სხვაგან. მოღვაწეთა ჯგუფმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა ფარმაცევტული ფირმის "გლაქსო-სმიტ-კლაინის" წინააღმდეგ, რომელიც ხელოვნურად გაზრდილი ფასებით ყიდის შიდსის წამალს და ამით მრავალი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. იურიდიულ პროცედურას, რომელშიც მოსალოდნელია უზენაესი სასამართლოს და კონსტიტუციური სასამართლოს ჩართვის აუცილებლობაც, დიდი დრო უნდა. კომპანიას იმედი აქვს, რომ "დეტალური შესწავლის შედეგად" გაირკვევა წამლების ნამდვილი თვითღირებულება, რომელიც მათ მაღალ ფასებს გაამართლებს ("ფაინენშელ ტაიმსი").
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |