"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

აკრძალეს "ხალიფატის სახელმწიფო"

ამ სახელით საქმიანობდა კოლნში (გერმანია) ექსტრემისტული ისლამური ორგანიზაცია, რომელიც, სხვათა შორის, მიზნად ისახავს თურქეთში საერო ხელისუფლების დამხობას და სასულიეროს შექმნას (თურქეთის სულთანს რევოლუციამდე "ხალიფას", ანუ ყველა მუსლიმანთა სასულიერო მეთაურის, ტიტულიც ჰქონდა. "საქართველოს" რედ.). ეს ორგანიზაცია და მის გარშემო შემოკრებილი 16 პოლიტიკური ჯგუფი აიკრძალა იმ მოტივით, რომ იგი "ხიფათს უქმნის გერმანიის მნიშვნელოვან ინტერესებს, განსაკუთრებით - საგარეო-პოლიტიკურს".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com