|
"საქართველო "
ტერორიზმისა ავსტრალიასაც ეშინია
კუნძულ ბალიზე 12 ოქტომბერს მომხდარი ტერორისტული აფეთქების შემდეგ, რომელსაც ბევრი ავსტრალიელი შეეწირა, ავსტრალიამ გაამკაცრა კანონმდებლობა იმ მიზნით, რომ გააადვილოს ტერორისტული ორგანიზაციის "ჯემაა ისლამიას" შესაძლო წევრთა დაკავება, რომელსაც, ეს ტერაქტი ბრალად ედება (თუმცა თვით ინდონეზიას, სადაც ეს ტერაქტი მოხდა, ეს აქტი ამ ჯგუფის მოქმედებასთან ჯერჯერობით არ დაუკავშირებია). შეიარაღებულმა და ნიღბოსანმა პოლიციამ უკვე მრავალი რეიდი ჩაატარა, მაგრამ სისხლი ჯერჯერობით არ დაღვრილა (EIR).
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |