|
"საქართველო "
ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ახალი სიცოცხლე
ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი საოცრება - ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წლებსა და საუკუნეებს უძლებდა მანამდე, სანამ იგი მაჰმადიანმა დამპყრობელმა არ დააწვევინა ღირსშესანიშნავი არგუმენტაციით: წაიკითხეთ ყველა ტომი და ყველა გრაგნილი. თუ იქ ის წერია, რაც ყურანში, დაწვით, რადგან უმისოდაც ყურანში წერია. თუ სხვა წერია, მაშინაც დაწვით, რადგან ის, რაც ყურანში არ წერია, არც უნდა არსებობდესო. დღეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ახალი სიცოცხლე აქვს. იგი საზეიმოდ გახსნა - რა თქმა უნდა, სრულებით ახალი და ახალი წიგნებით დაკომპლექტებული - ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა. ზეიმი სამ დღეს გაგრძელდა და მის 3000 სტუმარს შორის 800 უაღრესად გამორჩეული პირი იყო, პრეზიდენტების ჩათვლით ("THE NEW FEDERALIST").
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |