|
"საქართველო "
პოპულისტის ბედი ევროპაში
ავსტრიის თითქმის ლიდერად კნონიერად გასული (არჩეული) იორგ ჰაიდერი იძულებული გახდა ევროპის საზოგადოებრივი აზრის გამო, რომ თავისი ეს მაღალი ფუნქცია მიეტოვებინა (დროებით) და ჩრდილში გადასულიყო, ხოლო თავისი პარტიის მეთაურობა, ასევე დროებით, თავისი ჩრდილივით ერთგული ქალბატონისთვის გადაელოცა (ეს ქალბატონი სუზანა რის-ფარერი, ახლაც პარტიის ოფიციალური თავმჯდომარეა). რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ იგი პოპულისტად, მასების გრძნობებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსად ჩაითვალა და ეს გრძნობები, ევროპის დღევნდელი მიღებული მოდის თანახმად, ყველაზე ნაკლებ აღიარებული, კერძოდ, ეროვნული გრძნობები აღმოჩნდა. გაზ. "დი ცაით" ირონიულ ტონალობაში მოგვითხრობს მის დღევანდელ პოლიტიკურ თავგადასავლებს, რომლებშიც მას ლამისაა მისი უერთგულესი პოლიტიკური მიმდევრებიც კი განუდგნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი დიდი პოპულარობა დღეს, გამოკითხვის მიხედვით, 20+-ზე უფრო დაბლაა ჩამოსული. ასე რომ საერთო-ევროპული საზოგადოებრივი აზრი ისეთი ძალა გახლავთ, რომელსაც ევროპულივე ქვეყნის შინაგან პოლიტიკურ მდგომარეობაზე კარგა ძლიერი გავლენის მოხდენა ძალუძს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |