|
"საქართველო "
მოვლენათა კვალდაკვალ: საქართველოში მეტროთი მგზავრობაც საშიში გახდა ლელა მიქავა
თბილისის მეტროპოლიტენის ესკალატორებთან ხშირად შეხვდებით წარწერას: "მიმდინარეობს ესკალატორის შეკეთება". წარწერაც ცხადყოფს, რომ იგი უძველესი ხნისაა და მას გამოცდილი სპეციალისტის ხელი სჭირდება. 2002 წლის 10 ნოემბერს ახმეტელის მეტროში მომხდარი სკანდალი გვაფიქრებინებს, რომ გულმშვიდად ყოფნის უფლება არა გვაქვს. ესკალატორზე, სადაც 30 ადამიანი იდგა, კიბის ერთი საფეხური ჩავარდა, რამაც სხვა საფეხურების ამოვარდნა გამოიწვია. რუსეთში რამდენიმე ხნის წინ მომხდარ მსგავს შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საბედნიეროდ, ამჯერად უბედურ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ესკალატორის შეჩერება დროულად მოხდა და ხალხი დაღუპვას გადარჩა, მაგრამ კოკას ყოველთვის როდი მოაქვს წყალი. ერთი რამ ნათელია, საქართველოში მეტროთი მგზავრობაც საშიში გახდა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |