|
"საქართველო "
იყიდება ფილარმონიის შენობა, მყიდველი დასაჩუქრდება თეა ზარიძე
საქართველოს ფილარმონიის შენობა, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის გაუყიდველ ღირშესანიშნაობათა ნუსხაში შედიოდა, იყიდება. ქალაქის მერი ვანო ზოდელავა აღშფოთებით აცხადებს, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის და ამაზე პასუხი კულტურის სამინისტრომ უნდა გასცეს, ისინიკი რატომღაც დუმან (ისე, ცნობილი ფაქტია, დუმილი თანხმობის ნიშანია). გავრცელდა ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ ფილარმონიის პრივატიზება, ქონების მართვის უწყების კომპეტენციაში შედის. ამას კატეგორიულად უარყოფს ქონების მართვის მინისტრი - სოლომონ პავლიაშვილი და აცხადებს, რომ ფილარმონიის პრივატიზებას არცერთ შემთხვევაში არ მოაწერს ხელს. დაპირების მიცემა ხალხისათვის ადვილია, მისი შესრულებაა ძნელი. ვშიშობთ, რომ საბოლოო ჯამში, საკონცერტო დარბაზი ისე გაიყიდება, ქართველები თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ. გაყიდვამდე კი, რეკლამა, ალბათ, ასეთი იქნება: "იყიდება ფილარმონია, მყიდველი დასაჩუქრდება". საჩუქარი კი, კაპიკებში გაყიდული საქართველოს კიდევ ერთი ნაგებობა იქნება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |