"საქართველო "
# 14 (1786)
19 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2002 წელი

ჯარში წასვლის წინ დააზღვიეთ სიცოცხლე!

თეა ზარიძე

საქართველოში ადამიანთა მკვლელობის ფაქტების თვითმკვლელობად გასაღება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საქმის "ჩაფარცხვის" მიზნით ძიების თვითმკვლელობის ვერსიით წარმართვა ფრიად მოხერხებულ "ქმედებას" წარმოადგენს. შესაბამისად ამგვარ "თვითმკვლელობათა" რიცხვმაც საგრძნობლად იმატა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით თვალშისაცემია ქართულ ჯარში. მორიგი ტრაგედია 11 ნოემბერს დატრიალდა ისნის სამხედრო ნაწილში. 23 წლის გიორგი ხაჭაპურიძე სატაბელო იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა მორიგეობის დროს. თვითმხილველთა აზრით, გიორგი ნასვამი იყო. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მან თავი მოიკლა. ამ ვერსიას არ იზიარებენ გარდაცვლილის მშობლები. როგორ წარიმართება გამოძიება, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენს კი ისღა დაგვრჩენია, გულისტკივილით შევნიშნოთ, რომ სადაც არის, ჯარში წასვლისას მშობლები შვილების სიცოცხლის დაზღვევას დაიწყებენ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com