|
"საქართველო "
რუსეთი ცდილობს
უიმედოდ ვადაგასულმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა პრიმაკოვმა 1998 წელს სცადა სტრატეგიული კავშირი-სამკუთხედის, რუსულ-ჩინურ-ინდური ალიანსის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეძლო, რადგან არც ერთი მისი სასურველ მოკავშირეთაგანი არ დათობს ესოდენ რადიკალურად მსოფლიოს დღეს პირველი სუპერძალის კეთილგანწყობას იმისთვის, რომ ჯერჯერობით ისევ დამავალი ყოფილი სუპერძალის ფრიად და ფრიად საეჭვო მოკავშირეობა ეძებოს. მაგრამ საკითხი არსებობს და მსჯელობას იწვევს. ჟურნალი EIღ აქვეყნებს რამტანუ მაიტრას წერილს ამ თემაზე, სადაც ავტორს, სხვათა შორის, მოჰყავს აშშ არმიის კოლეჯის სამთვიურში PAღAMEთEღშ გამოქვეყნებული ჯული რამის სტატია ამ თემაზე. ავტორს აინტერესებს, ხომ არ შეიძლება მართლაც შეიქმნას ზემოხსენებული სამკუთხედი, რითაც საფუძველი ჩაეყრება ახალ ცივ ომს (რის სასარგებლოდაც მისი აზრით, მეტყველებს ჩინეთისა და ინდოეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდა) და თავის ქვეყანას ურჩევს შემდეგი კონტრზომების მიღებას: მრავალეროვანი რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის აგებას, საკუთარი პოზიციების გაძლიერებას წყნარ ოკეანეზე, რუსეთის დემოკრატიზაციის პოლიტიკის გაძლიერებას და რუსულ-ჩინური ალიანსის ჩასახვის ფხიზელ კონტროლს. იმავე ალიანსის საშიშროებას იხილავს ამერიკელი ანალიტიკოსი ნიკოლას ბერიც (აშშ) და საჭიროდ თვლის ძლიერი ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნას, რომელიც დააფიქრებს ჩინეთსაც და რუსეთსაც. ა.წ. ოქტომბერში გამოვიდა "აზიურ კვლევათა ეროვნული ბიუროს" (აშშ) მოხსენება, რომელიც შეიცავს "ამერიკულ-ჩინურ-ინდური" სამკუთხედის შექმნის წინადადებას. ავტორი (კარვერი, აშშ) ინდურ-ჩინურ ურთიერთობათა სპეციალისტია და იგი თვლის, რომ ინდოეთს დღეს თავის რეგიონში სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველია, არ დაუშვას ამერიკულ-ჩინური კავშირი, რომელიც ინდოეთის მზარდ ინტერესებს დააზარალებს. მეორეა, ამერიკელებისაგან ტექნოლოგიური დახმარების მიღება თვით ინდოეთის როლის გაძლიერებისათვის ინდოეთის ოკეანის, პირველ ყოვლისა - შორეული აზიის სანაპიროს ზონაში და მესამეა აშშ-ს ზეგავლენის მოპოვება ჩინეთზე, რათა ჩინეთი უფრო "გამგებიანი" გახდეს ინდოეთის ინტერესთა მიმართ. რაც შეეხება თვით ამერიკის ინტერესს ამ "სამკუთხედის" და, უფრო ფართოდ, ამ რეგიონის მიმართ, ავტორი (კარვერი) მას, პირველ ყოვლისა, ხედავს ჩინეთის "შეკავებაში" ანუ მის დათანხმებაში იმაზე, რომ არ დაადგეს "ტერიტორიული ექსპანსიის, ჰეგემონიისა და აშშ-სადმი დაპირისპირების ძიების" კურსს. რაც შეეხება ჩინეთისა და ინდოეთის თავის სასარგებლო კავშირში მოზიდვის რუსულ მცდელობას, იგი ჯერჯერობით ვერ მისულა იქამდე, რომ ამ ორ მზარდ პოტენციურ პარტნერს თანამშრომლობისათვის შესთავაზოს რაიმე კონკრეტული და ამავე დროს რეალისტური ამოცანები, რომლებიც მათ ერთობლივ მოქმედებას აზრს მიანიჭებდა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |