"საქართველო "
# 14 (1786)
19 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2002 წელი

"უმადური შრომა" ბალკანეთში

ევროპელთა იმედი, რომ "მშვიდობისმყოფელთა" შესვლით კოსოვოში მშვიდობა და სიამტკბილობა დამყარდებოდა, ვერ გამართლდა. მხარე წალეკილია დანაშაულით, ნარკოვაჭრობით, იარაღითა და მეძავებით ვაჭრობით. შემოსული ძალები ახლაღა აცხადებენ, რომ ამ დანაშაულებთან ბრძოლას თავის ხელში აიღებენ, მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ სტიქიურ დანაშაულს ერევიან, ხოლო ორგანიზებულს - ვერა. ხალხი ამ მცდელობას მხარს უჭერს. შინაგან შუღლს აწყნარებს სხვადასხვა ალბანურ თემთა ნაბაყოფლობითი თვითიზოლაცია (ერთმანეთთან არ ურთიერთობენ). სერბული უმცირესობა განცალკევებულ თემად ცხოვრობს. სერბები შემოდიან სავაჭროდ ალბანურ დასახლებებში და ახლა ამას აკეთებენ ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორების დაცვის გარეშეც კი. ფიქრობენ, რომ ხალხს ახლა უფრო უნდა კრიმინალებისგან დაცვა, ვიდრე სერბების წინააღმდეგ დაცვა სადღეისოდ და სამომავლოდ. გაეროს წინააღმდეგ გაღიზიანება დიდია და იგი ძლიერდება. გერმანელს, რომელიც აქაურობას მართავს გაეროს სახელით, სურათებზე ჰიტლერის ულვაშებს უხატავენ. მეზობელ მაკედონიაში, სადაც სერბებისა და ალბანელების დაპირისპირება ძალიან ძლიერია, ხელისუფლებას ურჩევნია, კოსოვოში დაძაბულობა არ შენელდეს, რადგან ეს მათ ხელებს უხსნის ადგილზე სამოქმედოდ.

35-ათასიან სამშვიდობო კონტინგენტს, ალბათ, ახლო ხანებში შემცირება ელის. მათ შორის ინგლისელები ჩქარობენ თავისი 2 ათასიანი კონტინგენტის ჩამოყვანას ათასზე ქვემოთ, რადგან ერაყში დასაქმებას მოელიან თავისი ნაწილებისათვის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com