|
"საქართველო "
ხორვატები არ უთმობენ
სერბებისგან განსხვავებით, რომელთაც დღემდე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის უკლებლივ ყველა მოთხოვნა შეასრულეს, ხორვატებმა მისდამი წინააღმდეგობა არჩიეს. გამოცხადებულია, რომ ხორვატიის მთავრობა დაიცავს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ბობეტკოს, რომლის დაპატიმრებასა და გადაცემასაც მოითხოვს ჰააგა ამ პირის მიერ, მისი აზრით, ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამო. ამისთვის გამოყენებული იქნებაო "ყველა სამართლებრივი, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება". ამგვარად, ხორვატიის ხელისუფლება დაუპირისპირდა გაეროს ტრიბუნალს და მისი მოთხოვნა "კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ" მიიჩნია. ბრალი, რომელიც ბობეტკოს ედება, ისაა, რომ მისმა ნაწილმა ასამდე სერბი სამოქალაქო პირი მოკლა და ორასამდე სახლი დაწვა. 83 წლის ეჭვმიტანილს გამოცხადებული აქვს, რომ დაპატიმრებას წინააღმდეგობას გაუწევს, და მას ვეტერანთა კავშირის მძლავრი მხარდაჭერა აქვს ("ფრანკფურთერ რუნდშაუ").
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |