"საქართველო "
#15 (1787)
3-17 დეკემბერი, 2002 წელი

შიდა ემიგრაცია დიდ ბრიტანეთში

ამ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა მთიან შოტლანდიაში ბარის მაცხოვრებლების, პირველ რიგში - ინგლისელების და არა შოტლანდიელების - დასახლების პროცესი. მათ ხიბლავს ბუნება, ცხოვრების მარტივი პირობები, საცხოვრებელ სახლთა და ნაკვეთთა სიიაფე (ჯერჯერობით). თუ ამ მაღლობი რეგიონიდან ადგილობრივთა უწყვეტი ემიგრაციის შედეგად მისი მოსახლეობა სულ 320 ათასზე იყო დასული, დღევანდელი იმიგრაციული პროცესის შედეგად მან სტაბილური ზრდა დაიწყო. გამოცოცხლდა ეკონომიკა (ძირითადად, დამსვენებელთა მიღების შედეგად). თუმცა მიგრაციის, როგორც მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლის მიზეზის, პრობლემა აქაურობისთვის უცნობი არაა, ამჯერად ინგლისელების ახალი ტალღა დიდ ანტაგონიზმს არ იწვევს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com