|
"საქართველო "
სავალუტო ფონდი და არგენტინის ფინანსური კრახი
დეკემბრის შუა რიცხვებში არგენტინის მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა კავალომ სცადა დაერწმუნებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მისი ასტრონომიულ ვალებში ჩავარდნილი ქვეყნისათვის კიდევ 1,3 მილიარდი დოლარის სესხი მიეცა. საბუთად მოიყვანა პროექტები, რომლებსაც, ბრიტანული თჰე Eცონომისტ-ის სიტყვით, ამერიკაში არავინ რეალისტურად არ თვლიდა. სახელდობრ, მას ეწადა თავისი ქვეყნისათვის აეცილებინა მისი ასტრონომიული ვალების დეფოლტი და არ დაეთმო თავისი ვალუტის განმგებლობის რეჟიმი. ერთიც და მეორეც საერთაშორისო ოფიციალურ პირთა უმრავლესობას გარდუვალად მიაჩნდათ. მაგრამ არც ერთმა ეს კავალოს არ უთხრა, ჟურნალის სიტყვით, არც საჯაროდ, არც პირადად. უფრო მეტიც: აშშ-ს ფინანსთა უწყების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონ ტეილორმა არგენტინა შეაქო თავისი პრობლემის "ეფექტიანი" გაძღოლის მონდომებისათვის. ვინაიდან არგენტინის ფინანსურ პრობლემებს გარდუვალი გაუარესება ელოდა 2002 და, განსაკუთრებით, 2004 წლისთვის, კავალომ გადაწყვიტა სავალუტო ფონდის სპეციალისტებთან რეალისტურად ელაპარაკა მათ შესახებ. პირველ ყოვლისა, მან განაცხადა თავისი გეგმა, რომ ბუენოს-აირესში ჩასვლისთანავე გააუქმებს წყვეტებს გადასახადთა გადახდაში იმ ბიზნესისათვის, რომელთაც იგი სწრაფ ზრდას უწინასწარმეტყველებდა, როცა თანამდებობაზე დგებოდა. მაგრამ ისე სწრაფად კლებადი ეკონომიკისთვის, როგორიც ბრაზილიაშია, იგი ვერ ამოიღებდა განზრახულ 4 მილიარდ დოლარს. ფიქრობენ, რომ ამ ზომით 3 მილიარდზე მეტის მიღება შეუძლებელია. ამიტომ კავალოსთვის გარდუვალი ხდებოდა საბიუჯეტო ხარჯების სასტიკი შემცირება და იგი იძულებული ხდება ბევრად მეტი ვალების გადაწერა (გადასტრუქტურება) ითხოვოს, ვიდრე განზრახული აქვს. არგენტინის ბიუჯეტის პრობლემათა გადაჭრას სჭირდება ეკონომიკის ზრდა, მის ზრდას კი - ვაშინგტონის აზრით მაინც, - ვალუტის გადაცვლის კურსის ახალი რეჟიმი. მაგრამ, ჟურნალის სიტყვით, ეს კავალოსთვის არავის ურჩევია, რადგან ფონდს მიაჩნია, რომ არა აქვს უფლება სუვერენულ ქვეყანას ვალების დეფოლტი ურჩიოს (ეს ამ უკანასკნელის საკუთარი კომპეტენციაა. "ქვეყნები თვითონ ირჩევენ თავისი სავალუტო გაცვლის რეჟიმს, ჩვენ კი მხოლოდ იმას ვწვყვეტთ, მათ მხარი დავუჭიროთ თუ არაო"). თუმცა, ჟურნალის სიტყვით, ფონდს არა ერთხელ მიუცია ასეთი რჩევები მცირე და სუსტი ქვეყნებისათვის, იგი ამას ვერ იზამს დიდი, მზარდი ეკონომიკის მქონე არგენტინის მიმართ, მით უფრო, რომ ფონდის ახალ გერმანელ ხელმძღვანელს ჩაურევლობის ამ პრინციპის გამძაფრებული დაცვის ტენდენცია აქვს. მრავალ ვაშინგტონელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მცურავი (PLOAთING) გადაცვლის კურსი არგენტინას ეკონომიკურ აქტივობას მეტ სტიმულს შეუქმნის. უფრო მეტიც: ჭკვიანური ხომ არ იქნება, ახლა რომ არგენტინამ პირდაპირ დოლარი შემოიღოს ფულად?
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |