"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

საით წავიდა ამერიკა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ?

ამის ცოდნას საქართველოს პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოებრივი აზრის მართვა (მანიპულირება) შესაძლებელია, ცნობილია ისიც, რომ პოლიტიკას ეს აზრი მართავს. რას ისურვებს ამერიკა და მისი ხალხი: "ტერორიზმის" ბოლომდე ჩაკვლას (რასაც, ისევე როგორც ყოველ რადიკალურ წამოწყებას, ადრე თუ გვიან, ტემპის დავარდნა და პრობლემაში "ჩაფლობა" მოსდევს)? სიტუაციის "დაბალანსებას" დიდი ფულის ფასად? მოქმედების ტემპის შეუნელებლად სამიზნეთა მკაცრ შერჩევას ერთიანი გეოპოლიტიკური გეგმის მიხედვით? თუ ასეა, მაშინ საქართველოს ზუსტად ჰმართებს გათვლა, თუ რომელი იქნება ეს სამიზნეები და როგორი იქნება მათი იერარქია, ჩვენი ახლო და შორი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით. თჰე Eცონომისტ-ის პუბლიკაცია სათაურით "რა მოიტანა სინამდვილეში თერთმეტმა სექტემბერმა" ამ კითხვების საპასუხოდ საინტერესო წანამძღვრებს გვაძლევს.

ადვილი გამარჯვება თალიბანზე, ჟურნალის აზრით, არ ნიშნავს, რომ ამ ომის შედეგები, შესაბამისად, მცირე ან ზედაპირული იქნება. ომი ახლაღა იწყება. ჯერ არავინ იცის, რას მოუტანს ქვეყანას ახალი დარტყმები ამერიკის წინააღმდეგ ან ამერიკის მიერ". მაგრამ ზოგი რამ ამთავითვე ნათელია: ე.წ. "ისტორიის არდადეგები", როცა მასმედიაში მონიკა ლევინსკისა და პრინცესა დიანას მსგავსი თემები ბატონობდა, დამთავრებულია. დღეს უფრო სერიოზულ ხდომილებათა დრო დადგა.

მეორეც, თუ მანამდე (90-იანი წლებში მაინც) წინა პლანზე იყო ბიზნესის, ტექნოლოგიების და კომუნიკაციების განვითარება და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენები, როცა დღის გმირად გეიტსი იჯდა ("მიკროსოფტის" პატრონი), პოლიტიკოსები კი გვერდიდან მიტმასნილ გაიძვერებად ითვლებოდნენ, - თუ ყურადღების ცენტრში მოქცეული იყო ადგილობრივი ინტერესები და არა ზოგადეროვნული, - ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება.

დღევანდლამდელი მდგომარეობის ყველა ეს მახასიათებლები მშვიდობასა და კეთილდღეობას მიეწერებოდა. მაგრამ კეთილდღეობა ჯერ კიდევ 11 სექტემბრამდე შეირყა, ეკონომიკური კრიზისული მოვლენების სახით. მშვიდობა კი 11.IX დამთავრდა. ამგვარად, ვითარების მესამე ფაქტორად პირადი დაუცველობის განცდაც გაჩნდა: თუ დღეს, ერთის მხრივ, ყველა მაჩვენებელი მეტყველებს ამერიკელების თავდაჯერებულობაზე (ლოზუნგის "დაჰკარ ტერორისტებს" მიმართულებით), მეორეს მხრივ, ისინი მასობრივად ფიქრობენ, რომ მათი შვილების მომავალი უარესად გამოიყურება, ვიდრე 11 სექტემბრამდე გამოიყურებოდა.

ბუნებრივია, რომ შიშმა ამერიკელთა ყურადღება პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს მიაპყრო. თუ 60-იან წლებში ამერიკელთა 2!3 ამბობდა, ფედერალური ხელისუფლების მოქმედებას ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის ვამართლებო (და ეს ციფრი აღემატებოდა ყველა სხვა ქვეყნისას მსოფლიოში), ხოლო 90-იანი წლების შუისათვის ამგვარი განწყობილება 20(-მდე დავიდა (ყველაზე დაბალი პროცენტი დემოკრატიულ ქვეყნებს შორის), 11.IX-ის შემდეგ იგი უცებ გაორმაგდა. ეს ცვლილება თანაბრად შეეხო ორივე მთავარი პარტიის მოღვაწეობასა და მოღვაწეებს.

თუ მასობრივი პოლიტიზაციის ეს მდგომარეობა გაგრძელდება, იგი, ჟურნალის აზრით, მთავრობას აქტიური მოქმედების საშუალებას მისცემს იმ ზომამდე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა "ცივი ომის" დროს. მაგრამ გავიდა აგერ ოთხი თვე და ტალღამ იკლო. რესპუბლიკელები და დემოკრატები კვლავ კბენენ ერთმანეთს და ამ წლის საარჩევნო ბრძოლას აპირებენ არა ომის საკითხების კონტექსტში, არამედ ისეთი ტრადიციული საკითხებისაში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. რატომ?

ჯერ ერთი, გასათვალისწინებელია ტერაქტით გამოწვეული სულიერი აფორიაქება, რომელიც, როგორც წესი, დროებითია, მეორეც, უშუალო შიშმა, რომელიც "ერს დროშის გარშემო კრებს", გადაიარა. დღეს ამერიკელთა მხოლოდ 42( ფიქრობს, რომ მთავრობა მეტ პრობლემებს არ ქმნის, ვიდრე წყვეტს (ჩვეულებრივ, ეს პროცენტი კვიდავ უფრო დაბალია ხოლმე) და როცა გამოკითხვა ეხება სხვადასხვა პროფესიათა პატიოსნების რეიტინგს, კონგრესმენებს დაბალ ნიშნებს უწერენ. უმრავლესობა მომხრეა მთავრობის რაოდენობრივი და ფუნქციური შეკვეცისა. განწყობილების ეს ვარდნა მით უფრო გასაგები ხდება, თუ გავითვალისწინებთ ტერორიზმთან ომის "ასიმეტრიულ" ხასიათს": ბინ ლადენი და მისი ამსფონები არ არიან ის ძალა, რომ მასთან დაპირისპირებაში ამერიკელმა ერმა თავისი თავის განსაზღვრა მოახდინოს, როგორც იგი ამას კომუნიზმთან დაპირისპირებაში ახდენდა. დასკვნა, ჟურნალის აზრით, ნათელია: აღტყინების ტალღის დაცხრომა გაგრძელდება. მთავრობის აქტივობა ვერ გაიზრდება და პრივატიზაციის პროცესის შეჩერება სახელმწიფოს როლის დაცვის მიზნით (მაგ. წყალმომარაგების სისტემისა ახალი ორლეანის გარშემო) ხანგრძლივი არ იქნება.

ეკონომიკას 11.IX-ის არც ობიექტური, არც ფსიქოლოგიური შედეგები თითქმის არ შეჰხებია. პარადოქსული ჩანს, მაგრამ ფაქტია (და ეგებ ბუნებრივიცაა. იხ. ჩვენი პუბლიკაცია "საქართველოს" წინა ნომერში. რედ.), რომ არ შეცვლილა საგარეო პოლიტიკის ერთპიროვნული მიმართულებაც (გადაწყვეტილებათა მიღება მოკავშირეებთან შეთანხმების გარეშე). საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებსაც - გამოსვლას ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო (ABM) ხელშეკრულებიდან და უარის თქმას ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავ შეთანხმებაზე დღეს შემოთავაზებული სახით - 11 სექტემბერის ტერაქტთან რაიმე კავშირი არა აქვს.

მიუხედავად ყოველივე თქმულისა, ჟურნალს მაინც მიაჩნია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის და მის მომყოლ ომს ამერიკისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეიცვალა ამერიკელთა პოზიცია უსაფრთხოებისა (ანუ ზოგადსახელმწიფო ძლიერებისა. რედ.) და თავისუფლების ღირებულებებს შორის. შეიცვალა პირველის სასარგებლოდ და მეორის საზარალოდ. სახელდობრ, ამერიკელები იწონებენ პირადი კონტროლის გაძლიერების იმ ზომებს, რომელსაც გენპროკურორი ეშკროფტი სთავაზობთ. "ალ. ჰამილტონისა არ იყოს, "უსარფხთოების გულისთვის ადამიანები, საბოლოო ჯამში, მზად არიან რისკი გაწიონ, რომ თავისუფლება შეუმცირდებათ". მეორეც. შესუსტდა კონტრასტი, ერთის მხრივ, რელიგიის საკითხებში მემარჯვენეებსა და, მეორეს მხრივ, იმათ შორის, ვინც არაა თანახმა ამერიკა განიხილოს მხოლოდ "როგორც ეთნიკურ ქვეჯგუფთა კოალიცია". მესამეც, ჟურნალის აზრით, მომხდარმა თავდასხმამ გააგებინა ამერიკელებს, თუ რატომ სჭირდებათ დანარჩენ მსოფლიოსთან კაშვირი მუდმივსა და ყველასთვის მისაღებ საფუძველზე. თუმცა დღემდე საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა, ჟურნალის აზრით, იმან, რაც მოხდა, ცხადი გახადა, რომ ვერანაირი სამხედრო ბიუჯეტით სრულ უსაფრთხოებას, მაინც ვერ მოიპოვებთ და მსოფლიოში მოთარეშე დემონებისაგან თავს ვერ მოიზღუდავთ. ამასაც, ჟურნალის აზრით, სამომავლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოკლედ, ჟურნალის აზრით, "დღეს ის მომენტია, როდესაც შესაძლებელია ამერიკის პოლიტიკისა და მსოფლიოში მისი ადგილის ახალი მოაზრება ხდებოდეს". პოლიტიკური საზოგადოებრიობა ასე არ ფიქრობს და ბევრია დამოკიდებული პრეზიდენტზე. "ფრანკლინ რუზველტმა (1929 წელს) დეპრესია გამოიყენა იმისთვის, რომ შეეცვალა ამერიკელთა დამოკიდებულება მთავრობისადმი. ტრუმენმა გამოიყენა მეორე მსოფლიო ომი იმისთვის, რომ შეეცვალა მათი დამოკიდებულება დანარჩენი მსოფლიოსადმი. ჯერ არ ვიცით, შესძლებს თუ არა ბუში ტერორისტული თავდასხმების გამოყენებას ანალოგიური ისტორიული ცვლილებისათვის. მაგრამ ეს შესაძლებელია".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com