|
"საქართველო "
პრეზიდენტს "გული უსკდება" ზოგს კი "ნანინად ესმის" მაია საფარიშვილი
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე ერთ კარგა მოზრდილ ჭურში ზის და სულაც არ ესმის რა ხდება გარშემო. აბა სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როცა მინგრეულ-მონგრეულ ქვეყანაში ვინ რას იპარავს, ვინ რას იტაცებს, კაცმა არ იცის და არც პრეზიდენტმა. ზოგჯერ ჩვენი პრეზიდენტი, ზემოთ რომ ვახსენეთ, იმ ჭურიდან ამოყოფს ხოლმე თავს. სწორედ ამ "თავის ამოყოფას" ემთხვევა მთავრობის სხდომების ჩატარება. მოისმენს მინისტრების მოხსენებას "ყველაფერი კარგადააო" და დამშვიდებული გულით ჯდება ისევ თავის "ჭურში". თუმცა ზოგჯერ იმუქრება კიდეც, "ზოგიერთს ეს ამბავი ^^^^ნანინად ესმის. თუ ყველა მინისტრის, რწმუნებულის, ყველა გამგებლის დამოკიდებულება ასეთი ფაქტების მიმართ არ შეიცვლება, იძულებული ვიქნები, დავიწყო მათ მიმართ რეპრესიები... გული გაგისკდება კაცს, რა უბედურება გვჭირს? ალბათ ასე ფიქრობთ, რა მოხდა მერე, თუ ვინმეს ამერიკული კრედიტი შემოეჭამაო. ვისაც ამ დანაშაულში, პირდაპირ თუ ირიბად, წვლილი მიუძღვის, უსინდისო და გათახსირებული ხალხია. ახლა ბევრი სოროში შეძვრება. გაფრთხილებთ, არავინ უნდა შეძვრეს სოროში, ყველა გამოათრიეთ იქიდან და მკაცრად დასაჯეთ!" ჩვენ არ ვიცით, "სოროში შემძვრალები" როგორ შეშინდნენ იმ დროს, მაგრამ პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე მზრუნავი აპარატი ნამდვილად შეშფოთდა. ნერვებაშლილი პრეზიდენტი კი განაგრძობდა მუქარას და რა მუქარას! ეს აღშფოთების ქარიშხალი კი შსს მინისტრმა და კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ატეხეს. დავიწყოთ შსს-დან:
ამბავი იმისა, თუ როგორ მოქმედებდა ბოროტმოქმედთა ჯგუფი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, "საქართველოს ელექტროკავშირში" აღმოჩნდა დარღვევები. ეს კომპანია, რომლის აქციათა ას პროცენტს სახელმწიფო ფლობს, საპრივატიზაციოდაა გამოტანილი. მთავრობას შსს მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა დადანაშაულებული პირების გვარები გადასცა და თანაც დააყოლა, წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ "საქართველოს ელექტროკავშირში" მოქმედებდა ბოროტმოქმედთა ჯგუფი: ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ პროსტოსვერდოვის, შუამავლის კახა გავაშელისა და დავით გაბადაძის შემადგენლობით. ისინი ფიქტიურად შექმნილ და არარსებულ ფირმათაგან ყალბად გაფორმებული ხელშეკრულებითა და სახელდახელო ანგარიშფაქტურებით ახდენდნენ ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გატანას, რასაც შემდეგ ითვისებდნენ. საბოლოოდ პროსტოსვერდოვს წარუდგინეს 614 ათასი ლარის ქონების მითვისების ბრალდება.
ამბავი აორთქლებული მილიონი დოლარისა
იცოდა თუ არა პრეზიდენტმა, როგორ ხდება მილიონი დოლარის აორთქლების პროცედურა არ ვიცი, მაგრამ კონტროლის პალატის თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის, მოხსენების შემდეგ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იცის! პროცედურა სულაც არაა რთული. მოდით, მივყვეთ მოვლენების განვითარებას. 1998 წელს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება (#597). იგი შეეხებოდა "აშშ კრედიტით შესყიდული ხორბლის რეალიზაციის ღონისძიებებს". შეიქმნა სატენდერო კომისია და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ტენდერზე სხვა ორგანიზაციებთან ერთად დასახელდა სააქციო საზოგადოება "კახეთის პური", რომელმაც 15 ათასი ტონა ხორბლის (ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარამდე) კონსიგნაციის წესით შესყიდვის უფლება მოიპოვა. ამ ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა საპენსიო დავალიანებების მქონე რაიონების ფქვილით უზრუნველყოფა. შემდეგ ეტაპზე კი "კახეთის პურს" შეეძლო ხორბალი გამოეყენებინა, როგორც სახელმწიფო კრედიტი. ტენდერი არჩევნების წინა პერიოდში ჩატარდა 1999 წელს და მას აშკარა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა და დავუბრუნდეთ ტენდერში გამარჯვებულთაგანს, "კახეთის პურს". მან სახელმწიფოს ხორბლის ღირებულების ნახევარი დაუბრუნა, ხოლო ნახევარი აორთქლდა. ისევ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. "კახეთის პურს," ისევე როგორც ტენდერში მონაUწილე სხვა ორგანიზაციებს, უნდა წარმოედგინა აუდიტის დასკვნა, რომელიც ხორბლის საფასურის გარანტია იქნებოდა. რომელიმე ბანკს უნდა გაეცა ასეთი გარანტია. ეს გახლდათ "საფოსტო ბანკი", რომელსაც კრედიტის არდაფარვის შემთხვევაში, თავად უნდა აეღო პასუხისმგებლობა. სპეციალისტების აზრით და დასკვნით, ბანკის მიერ გაცემული წერილი (ვითომდა საგარანტიო) არ წარმოადგენს საბანკო გარანტიას. საკითხავია, რატომ ვერ მიხვდა სატენდერო კომისია ზემოთ აღნიშნულს? "კახეთის პურს" ბანკში ანგარიში არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობდა გარანტიებიც. კომისია არც ამით დაინტერესებულა. კონტროლის პალატა ასეთ დასკვნას აკეთებს: "აღნიშნული კრედიტის გაცემის ძირითადი მიზანი იყო საპენსიო დავალიანებების მქონე კახეთის მხარის რეგიონებში პენსიონერთა პურის ფქვილით უზრუნველყოფა". კახეთში პენსიები ფქვილით დარიგდა. თანაც იმაზე ძვირად, ვიდრე გლეხს ბაზარში შეეძლო შეეძინა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოხსენებით სატენდერო კომისიამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ "კახეთის პურს ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტისადმი 150 ათასი ლარის ოდენობით დავალიანება, რის გამოც მას ტენდერში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. სატენდერო კომისიამ "ყური აავლო" იმ ფაქტსაც, რომ ტენდერის ჩატარების მომენტისათვის "კახეთის პურის" აქციების 68(-ის მფლობელი სახელმწიფო იყო და სახელმწიფო ქონება გამოიყენეს გარანტად სახელმწიფო კრედიტის მისაღებად. სულხან მოლაშვილის ინფორმაციით, "კახეთის პურს" ხორბლის ღირებულების სარგებლის პროცენტის დაფარვა 1999 წლის ბოლოს უნდა დაეწყო, რაც არ განხორციელდა. სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანებამ 1 მილიონ 304 ათასი შეადგინა და საურავმა - 1 მლნ. 123 ათასი დოლარი. ასეთი ამბები მოისმინა პრეზიდენტმა და გული რომ ნამდვილად გახეთქოდა, მაშინ ვინ აგებდა პასუხს?
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |