|
"საქართველო "
"რასობრივი" კონფლიქტები ინგლისში
"რასობრივი" კონფლიქტების მხრივ ინგლისი, მიუხედავად არაევროპელ ემიგრანტთა სიმრავლისა, ბოლო წლებში მშვიდად გრძნობდა თავს. აქ არ ყოფილა იმ მასშტაბის რასობრივი შეტაკებები, როგორც ამერიკაში, და არ არსებობს უკიდურესი მემარჯვენე, კერძოდ - უცხო რასათა მოძულე პარტია, როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაში. მაგრამ გასულ ზაფხულს შეჯახებებმა მაინც იფეთქა (ბრედფორდისაზე "საქართველომ" უკვე დაწერა, გარდა ამისა იყო კიდევ 3 ქალაქში). თემური (კომუნალური) დაყოფილობა და რასობრივი სიძულვილი აქ რეალურად არსებობს. ინგლისში საზოგადოება არაა სეგრეგირებული (გაყოფილი) ერთგვაროვნად, ანუ არათეთრი იმიგრანტები სხვადასხვა ჯგუფებად იყოფიან. ყველაზე ძველი იმიგრაცია, ვესტ-ინდური, ეკუთვნის 50-60-იან წლებს და იგი დასაქმებულია საჯარო სამსახურში, როგორიცაა, მაგ., ჯანდაცვა და ავტობუსები. პაკისტანელები და ბანგლადეშელები შემდეგ მოვიდნენ, როგორც დაბალკვალიფიციური მუშახელი სატექსტილო ინდუსტრიისათვის. ჩრდილო აფრიკელი აზიელები უგანდიდან და კენიიდან გამოყარეს იმის გამო, რომ შეძლებულნი იყვნენ, და მათ შეძლებას ინგლისშიც მიაღწიეს. მათი ქცევა დღეს სხვადასხვანაირია, ამ რიცხვში - მათი ინტეგრაციის ხარისხიც. მაგალითად: ინგლისში დაბადებულ ვესტ-ინდიელთა ნახევარი ირთავს თეთრ ქალს და ქალთა 30( თხოვდება თეთრზე. აღმოსავლეთ აფრიკელ აზიელებში ეს პროცენტია 19 და 10. პაკისტანელები და ბანგლადეშელები თეთრებთან თითქმის არ ქორწინდებიან. ესენი ყველაზე დაბალკვალიფიციურნი და ყველაზე დაუსაქმებელნი არიან. მაგრამ ეს მხოლოდ ამათი სპეციფიკა არაა. არის ანალოგიური და უარესი მდგომარეობის თეთრი უბნებიც და იქვე კეთილდღიანი აზიური უბნებიც. ასეა, მაგ., ლეიჩესტერში და იქ რასობრივი შეხლა არც მომხდარა. რასობრივ შეჯახებათა მკვებავი წყარო - სიღარიბე - სხვადასხვა ხარისხისაა ინგლისის სხვადასხვა ნაწილებში. ქონებრივი უფსკრული და დაუსაქმებლობის განსხვავება (დაუსაქმებლობა ზოგან 30-60(-ს შეადგენს) ინგლისში უფრო დიდია, ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთში ან ამერიკაში. იგი იზრდება, წინააღმდეგ ეკონომიკური თეორიის ანბანური ჭეშმარიტებისა. ამ უფსკრულის ამოვსება (ანუ გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებისა) თავისით არ ხდება, რადგან ამას მეტ-ნაკლებად შემთხვევითი გარემოებები უშლის: ღარიბი კაცი ვერ მიდის სამუშაოდ მდიდარ რეგიონში, რადგან იქ სახელმწიფო ბინას არ მისცემენ, აქ კი აძლევენ, სუსტია სატრანსპორტო კავშირები და ა.შ. ხელისუფლება ამ უფსკრულთა ამოვსებას ცდილობს არაპირდაპირი გზებით, როგორიცაა ტრანსპორტის მიზნობრივი გაუმჯობესება, განათლების ხელშეწყობა და ა.შ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |