|
"საქართველო "
ადამიანებო! იყავით ფრთხილად!..
საქართველო დამოუკიდებლად დაადგა გზას და ამ გზის დასაწყისშივე მას განვითარებადი ქვეყნის იარლიყი მიაკერეს. განვითარებადი ანუ მეორეხარისხოვანი! სხვა რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ, როცა ჩვენი ე.წ. მეგობრები, რაც კი რამ მეორეხარისხოვანი და უვარგისი გააჩნიათ, ჩვენთან ასაღებენ. შიმშილით სიკვდილი სჯობს თუ მაძღარი სიკვდილი? აი, ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ის საკვები, რაც საზღვარგარეთიდან შემოდის, გათვლილია განვითარებად ქვეყნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვებ პროდუქტებში გამოყენებულია იაფფასიანი დანამატები, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებებსა და სიკვდილს იწვევს. იმის მაგიერ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ იზრუნოს სწორედ ამ მომწამლავი პროდუქციის მოხმარებიდან ამოღებაზე, იგი თამბაქოში ფისის შემცველობის შემცირებაზე ფიქრობს. არადა იმის შედეგს, რასაც მოსახლეობა მოიხმარს, ხვალ, ზეგ მივიღებთ. ადამიანებო! იყავით ფრთხილად! საკვები საშიშია თქვენი ჯანმრთელობისათვის!
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |