|
"საქართველო "
"მოქალაქეებს" გუბრენატორთა ბიუროკრატიული ინსტიტუტი ახლა აღარ მოსწონთ?
სამხარეო ბიუროკრატიული აპარატები დავშალოთო - ხმა აიმაღლეს "მოქალაქეებმა" მას შემდეგ, რაც პარლამენტში მმართველ ძალას აღარ წარმოადგენენ. ბიუროკრატიულადაც სწორედ იქიდან მოეჩვენათ პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტი, როცა მისგან სარგებლის მიღებას ვეღარ ახერხებენ. "სამხარეო ადმინისტრაციების გაბერილი შტატების შემცირება მთავრობას საშუალებას მისცემს, 25 მილიონი ლარი გამოათავისუფლოს, რომელიც სამხარეო აპარატების დაფინანსებას ყოველწლიურად სჭირდებაო" - "მოქალაქეების" ეს ახალი იდეა გაოცებას მოჰგვრის კაცს. ეტყობა, როცა მმართველი პარტიის სადავეები ხელიდან გაუვარდათ, ვარდისფერი სათვალეც დაჰკარგეს, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს შეჰყურებდნენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო, ნათქვამია. კაცმა რომ თქვას, ქვეყანას წაადგეს და "მოქალაქე" "ცხელ გულზე" შურისძიების მიზნით იყვირებს თუ პატრიოტული აღტყინებით, ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |