"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

წყალი ძვირდება, ჰაერი... იბეგრება

თბილისში წყალი ძვირდებაო, ერთიანად დაიქუხა მთელს ქალაქში. "60 თეთრით წყლის ფასის გაზრდა ერთ სულ მოსახლეზე კატასტროფა არ არის, გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტარიფი ერთ სულზე 4 ლარი და 50 თეთრი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ასე არ ვსვამთ საკითხს" - "გვამშვიდებს" "თბილწყალკანალის" გენერალური დირექტორი იუზა ცარციძე.

დარგს დახმარება და რეაბილიტაცია რომ სჭირდება, ეს გასაკვირი და ახალი ამბავი სულაც არ არის. "თუ ელექტროენერგიაში და გაზში თვეში მინიმუმ 20-30 ლარს ვიხდით, წყალმა რა დააშავაო" - წყლის ფასის გაზრდის გამამართლებელ არგუმენტად ეს ვერ გამოდგება. გაჭირვებული მოსახლეობა ამ თანხის გადახდას როგორ ახერხებს, ისიც საკვირველია, გადასახადების ზრდა ხომ საერთოდ მოუღებს ბოლოს ყველას. ალბათ, უმჯობესი იქნება, წყალთან ერთად ჰაერიც დაბეგრონ. ნელ-ნელა წამებას ის სჯობია, ერთიანად ამოხადონ სული ხალხს, ჩვენც დავისვენებთ და ხელისუფლებაც.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com