|
"საქართველო "
მოსახლეობას მრიცხველების გარეთ გატანა სანატრელი გაუხდა
ჩვენში კანონი რომ არ კანონობს, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ეს ჩვენზე უკეთ უცხოელებმა იციან თურმე. გათამამებული AES თელასი როგორც უნდა, ისე ავიწროებს მოსახლეობას, იცის პასუხი არ მოეთხოვება. "აღორძინების" თბილისის ორგანიზაცია სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს თელასის გაუმართლებელი ქმედებების გამო და მოსახლეობის ინტერესების დაცვას აპირებს. - არსებობს "სემეკის" მიერ მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც AES თელასს არა აქვს უფლება, შემოიღოს გრაფიკი და გათიშოს ის უბნები, სადაც გამხოლოება არ არის განხორციელებული. ეს დადგენილება კანონის ძალის მატარებელია და თელასი ვალდებული იყო, შეესრულებინა იგი. მიუხედავად ამისა, ამ ხნის მანძილზე თელასი დადგენილებას არღვევს. - აცხადებს დეპუტატი გიორგი თარგამაძე. თელასი ბოლო ხანს სიბნელეში ამყოფებს ნახევარ თბილისს. უკმაყოფილო მოსახლეობა რადიკალურ გზას - ქუჩის აქციებს მიმართავს, თუმცა გამკითხავი არავინა ჰყავს. მოსახლეობის აბუჩად აგდება დღემდე გრძელდება. განმხოლოებული მრიცხველები სანატრელი გაუხდა ბევრს, მაგრამ თელასი ამაზე პასუხისგებას სულაც არ აპირებს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |