"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

საქართველოში ბავშვების ნაცვლად პოლიტიკური პარტიები იბადებიან

"ეს გახლავთ რიგით მეორე განხეთქილება მამუკა გიორგაძის თავმჯდომარეობის პირობებში" - სახალხო პარტიის გენერალური მდივნის, გიორგი კობახიძის ეს სიტყვები სრულ სიმართლეს ასახავს. უკვე მეორედ უხდება მამუკა გიორგაძეს პარტიის სახელისათვის ბრძოლა. ვის დარჩება "სახალხო", მომავალი გვიჩვენებს.

მას შემდეგ, რაც "სახალხოელების" ერთმა ნაწილმა "გიორგი ჭანტურიას დროინდელი ედპ-ს მემკვიდრედ" ყოფნის სიამოვნება დაჰკარგა და "უსახო ნაშთად" ყოფნა აღარ ისურვა, პარტია ორად გაიხლიჩა. სულ მალე, ალბათ, მორიგი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის მომსწრენი გავხდებით. რას ვიზამთ, დემოგრაფიული პრობლემებით დახუნძლულებმა სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნეთ და "პოლიტიკურად" გამრავლება დავიწყეთ. ახლა საქართველოში ბავშვების ნაცვლად პოლიტიკური პარტიები იბადებიან.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com