"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

მასწავლებლები აიძულეს, გაფიცვები მოეწყოთ

პრაქტიკულად ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად პედაგოგების 90 5-ს სხვა გზა არ დარჩენია გარდა იმისა, რომ რადიკალურ ზომებს მიმართოს, თუმცა მოშიმშილე პედაგოგების მოთხოვნა - ხელფასების საარსებო მინიმუმამდე - სამომხმარებლო კალათის ზღვრამდე გაგვიზარდეთო, ნამეტნავად თამამი ოცნება გახლდათ. მასწავლებელთა მოთხოვნამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ 30(-იანი ზრდა საარსებო მინიმუმს ვერც მიუახლოვდება. მოწაფეებს ისღა დარჩენიათ, თავის მშიერ მასწავლებლებზე თვითონ იზრუნონ, გაუნათლებლები რომ არ დარჩნენ. ისე კი, მშვენივრად ჩანს, ხელისუფლება მასწავლებლებს იმასაც აიძულებს, განათლება აღსაზრდელებს აქციების მოწყობაშიც მისცენ... ვინძლო რამეში გამოადგეთ მერე...



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com