|
"საქართველო "
გახსნილია ახალი წიგნთსაცავი - ქართულის ჩათვლით
წმ. ეკატერინეს მონასტერი, სინას მთაზე, ქრისტიანული მეუდაბნოობის (ასკეტიზმის) ერთ-ერთი ყველაზე ძველი და განთქმული კერაა (VI ს.). მას უმდიდრესი ბიბლიოთეკა აქვს, რომელიც განსაკუთრებით კარგადაა შენახული მშრალი ჰავის გამო. ამას წინათ იქ გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის პატარა საცავი, მონასტრის სქელ ქვის კედელში ამოკვეთილი რამდენიმე მცირე სათავსოს სახით, რომელიც შეიცავს წიგნებს ქართულ, სლავურ, ლათინურ, სირიულ და ბერძნულ ენებზე. განზრახულია ბიბლიოთეკის მთლიანი ციფრული ფოტოგრაფირება მრავალრიცხოვან სპონსორთა დახმარებით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |