"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

შევარდნაძე ვისაც მეგობრობას უმტკიცებს, ან ციხეში ხვდება ან იღუპება

ფრაქცია "აღორძინება" ნუგზარ საჯაიას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ მკვლელობის ვერსიას ავითარებს. ფრაქციის წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, პრეზიდენტი შევარდნაძე ვისაც თავის მეგობრობას უმტკიცებს, ან ციხეში ხვდება, ან რაიმე სხვა გზით იღუპება. "შევარდნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საჯაია მისი მეგობარია და რატომღაც მგონია, რომ ეს ადამიანი მოკლეს", - აღნიშნა ბრეგაძემ.

დეპუტატი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საჯაიას სახით პრეზიდენტს სერიოზული დასაყრდენი გამოეცალა. "არ ვიცი საჯაია შევარდნაძის დასაყრდენი იყო თუ რეალური ოპოზიცია", - აღნიშნა მან.

დღეს ფრაქცია "აღორძინებაში" დახურული სხდომა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საჯაიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში არ დგას ბორის კაკუბავას ფრაქცია "აღორძინებიდან" გარიცხვის საკითხი, თავად კაკუბავა მზად არის დატოვოს ფრაქციის რიგები, რათა ფრაქცია უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com