|
"საქართველო "
რატომ აქვთ შავკანიან ბიჭებს ცუდი მოსწრება?
ინგლისის სკოლებში (სადაც, რა თქმა უნდა, არავითარი სეგრეგაცია და აპარტჰეიდი არ არსებობს) შავკანიანი ბიჭების მოსწრებაც და ყოფაქცევაც სკოლაში კატასტროფულად ცუდია. მათ რამდენჯერმე უფრო ხშირად რიცხავენ (დამსახურებულად) სკოლიდან, ვიდრე თეთრკანიან ბიჭებს და უფრო ხშირად, ვიდრე შავკანიან გოგოებს. მიზეზი? მასწავლებლები ფიქრობენ, რომ სასარგებლო იქნება იმ სკოლებში, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ, თეთრკანიანი ქალი მასწავლებლების საკმარისი რაოდენობა შეიცვალოს შავკანიანი მამაკაცი მასწავლებლებით. ჯერ ერთი, მამაკაცი უფრო "ავტორიტეტია", მეორეც, თეთრკანიან ქალ მასწავლებლებს არც თუ იშვიათად ეშინიათ ზანგი მოზარდებისა, რომლებშიც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი კრიმინალები ელანდებათ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ თუ სკოლაში შესვლის მომენტისთვის ზანგი ბავშვები, მათ შორის, ბიჭები მოწინავენი არიან თავისი მონაცემებით სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა შორის, რამდენიმე წლის შემდეგ ისინი უკანასკნელ ადგილზე ექცევიან. ამ მდგომარეობის ძირითადი მიზეზი, როგორც ირკვევა, არის ამ ბიჭების გარემოში აწ და აქ არსებული ე.წ. "ქუჩის კულტურა" - ღია და უკონტროლო ურთიერთობაში - "ღია სივრცეში" გავრცელებულ შეხედულებათა, ღირებულებათა, მორალურ ნორმათა სისტემა, - რომელშიც სწავლა "არამამაკაცურ" და უპრესტიჟო საქმედ ითვლება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |