"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

ჯილეხის საწინააღმდეგო "ქართული" ვაქცინა

სულ მალე ტაბახმელას ბიოკომბინატი ჯილეხის საწინააღმდეგო "ქართული" ვაქცინის მასიურ წარმოებას დაიწყებს. როგორც ქვემო ქართლის ვეტერინარული სამსახურის უფროსი ვიქტორ ალფაიძე აცხადებს, ზოოვეტაკადემიის მეცნიერებმა პროფესორ მერაბ ნათიძის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს ჯილეხის ახალი ვაქცინა, რომელმაც ლაბორატორიული გამოცდა უკვე გაიარა და 100(-იანი შედეგი გამოიღო. გარდაბნის რაიონის სოფელ სამგორში ჩატარდება ექსპერიმენტი, სადაც კომისიურად აიცრება სოფელში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რამდენიმე დღეში მოხდება სისხლის აღება და იმუნური ფორმების დადგენა.

ალფაიძის თქმით დღემდე ჯილეხის ვაქცინა დეპარტამენტს რუსეთიდან შემოქონდა, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა. "ფასის დადგენა მას შემდეგ მოხდება, როცა ვაქცინის მასიური გამოშვება დაიწყება. თუმცა, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ შემოტანილ ვაქცინასთან შედარებით ეს ძალიან იაფი ეღირება"-აცხადებს ალაფაიძე. აქამდე საქართველოში, ტაბახმელას ბიოკომბინატში მხოლოდ თურქულისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოშვება ხდებოდა, ექსერიმენტის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი გახდება ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის მასიური გამოშვებაც. ქვემო ქართლში სულ 120 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი და 115 ათასი წვრილფეხა რქოსანი პირუტყვია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com