"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამოძიება ამერიკიდან პასუხს ელოდება

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამოძიება ფაქტიურად დასასრულს უახლოვდება. როგორც გეა-ს კორესპონდენტს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ნუგზარ სადრაძემ აცნობა, გამოძიების დასრულება დამოკიდებულია ექსპერტიზის პასუხზე, რომელიც ამერიკიდან ჩამოვა.

როგორც ცნობილია, ამერიკის სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დასრულების ვადები არა აქვთ, იმ დროს, როცა საამისოდ საქართველოში ვადები არსებობს. საქართველოში გამოძიების ვადა 9 თვეა.

გეა



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com