|
"საქართველო "
რადიაქტიულად დაბინძურებული სიგარეტი საქართველოში საღდება! მაია საფარიშვილი
ყველა ჩვენგანი დიდი ხანია, მიეჩვია სიგარეტის კოლოფზე ასეთი შინაარსის წარწერას: "ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის". ჩვენდა სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო არ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ სიგარეტი, გარდა ნიკოტინისა და კუპრისა, რადიაქტიულია. არადა ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ. რამდენადაც ჩვენთვის სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, საქართველოში რადიაქტიულად დაბინძურებული სიგარეტის არსებობის შესახებ ინფორმაცია ამერიკამდეც მისულა და რომ ჩვენი ჯანდაცვის მაღალჩინოსნებს ამერიკაში ვიზიტების დროს კოლეგები მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ამხანაგურ-მეგობრულ-ახლობლურ რჩევებს და გაფრთხილებებს აძლევენ. თუმცა ჩვენი ჯანდაცვის მაღალჩინოსნები კატეგორიულად უარყოფენ ამ ფაქტის არსებობას. ეს კი არა, ინფორმაცია, რომელიც ამ პრობლემის ირგვლივ გაჩნდა, დაიბლოკა და საზოგადოებამდე არ მივიდა.
რეალობა საქართველოში მწეველთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. ყოველდღიურად თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისგან 21 ადამიანი იღუპება. არამწეველებიდან კიბო 200 ადამიანიდან 1-ს ემართება, მწეველებიდან 8-დან ერთს. მოწევას იწყებენ 9-10 წლის ასაკიდან. მწეველია მოზარდი ვაჟების 84( და გოგონების 78(. რაც შეეხება სიგარეტის რადიაქტულობის დონეს, საქართველოს მწვანეთა პარტიამ გამოიკვლია ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ თამბაქო და ჩაი ყველაზე მეტად ითვისებს რადიაციას და ამიტომ იმის მიხედვით, თუ სად და რა პირობებშია მოყვანილი თამბაქო, რა სახის სასუქებია გამოყენებული და სხვა, იცვლება სიგარეტის რადიაქტიულობა.
საქართველოს მწვანეები გვაფრთხილებენ! "ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა მასიურად დაანებებს სიგარეტს თავს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივცეთ საშუალება სიგარეტების ამ უამრავი სპექტრში აირჩიოს მისთვის ნაკლებად სარისკო - ნაკლებად რადიაქტიული სიგარეტი და გავაფრთხილოთ მშობლები და მოზარდები არსებული საშიშროების შესახებ". როგორც მწვანეთა გამოკვლევებმა აჩვენეს "ბაზარზე არსებული 102 დასახელების სიგარეტების გამოკვლევის შემდეგ, სადაც შედიოდა იმპორტული (ლეგალური და არალეგალური) და ადგილობრივი წარმოებისაც (აქციზური, არააქციზური), განისაზღვრა, როგორც უშუალოდ თამბაქოს (ბეკერელი!გ-ზე), ასევე 1 კოლოფი სიგარეტის რადიაქტულობა (ბეტა გამოსხივება) ბეკერელის კოლოფზე. თამბაქოს რადიაქტიულობა ძალზედ განსხვავდება სხვადასხვა სიგარეტებში და მერყეობს 200-დან 1000 ბეკ!კგ-მდე. ხოლო 1 კოლოფზე გაანგარიშებით 4-დან 10 ბეკ!კგ-მდე. შეფასებისთვის გამოყენებული იქნა 1 კოლოფის რადიაქტიულობა. შედეგები დაიყო სამ ჯგუფად: 1. "ყველაზე დაბალი რადიაქტიულობის (4-6 ბეკერელი!კოლოფზე) მქონე სიგარეტები"; 2. საშუალო რადიაქტიულობის მქონე (6,1-8,0 ბეკ.!კოლოფზე) სიგარეტები"; 3. ყველაზე მაღალი რადიაქტიულობის მქონე სიგარეტები (8,1-10,0 ბეკ.!კოლოფზე). რადგან საქართველოში არ არსებობს სიგარეტის რადიაქტულობის შემზღუდავი ნორმა, მათი სისუფთავის კრიტერიუმად გამოყენებული იქნა აშშ-ში (ნიუ-იორკის სუპერმარკეტებში) ნაყიდი სიგარეტები, რომლებშიც, როგორც მოსალოდნელი იყო, რადიაქტიულობის ყველაზე დაბალი დონე აღმოჩნდა (4-6 ბეკერელი!კოლოფზე). სწორედ ეს მაჩვენებელი იქნა აღებული პირველი ჯგუფის - "ყველაზე დაბალი რადიაქტიულობის მქონე სიგარეტების" დასადგენად. როგორც მწვანეთა გამოკვლევებით დადგინდა, საქართველოს ბაზარზე არსებული 102 დასახელების სიგარეტიდან 23 (25() კონტრაბანდულია, აქედან 15 დასახელების სიგარეტი ანუ კონტრაბანდის 65(. კონტრაბანდული სიგარეტი საშუალოდ 45(-ით იაფია. სულ საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის მოგება არის 60 მილიონი აშშ დოლარი. გარდა იმისა, რომ ეს ანადგურებს ეკონომიკას, როგორც ანალიზებმა აჩვენა, სწორედ ამ სიგარეტშია მეტი რადიაქტიულობა, საშუალოდ 30(-ით. მწვანეების ინფორმაციით რუსული აქციზიანი სიგარეტები, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდის, იწარმოება აფხაზეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში, ან სულაც კუსტარულ წარმოებებში". ბატონმა გიორგი გაჩეჩილაძემ დაამატა, რომ ამ თემას მან პრესკონფერენცია მიუძღვნა, მაგრამ სამწუხაროდ, ინფორმაცია დაიბლოკა და მოსახლეობამდე არ მივიდა. ის საშინელი ინფორმაცია, რომელიც მას გააჩნია, ზემოთ მოყვანილ ცხრილში არასრულადაა მოცემული.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |