|
"საქართველო "
ლაშა მინდელი "რელასის" ხელმძღვანელობას დაემუქრა
თუ რუსთავში ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება არ გაუმჯობესდა, ქალაქის მერი ლაშა მინდელი რადიკალური ზომების გატარებითა და სს "რელასის" დირექტორის ვასილ კობიაშვილის თანამდებობდან გათავისუფლებით იმუქრება. "თქვენი ერთადერთი გასამართლებელი საბუთი ელექტროენერგიის დეფიციტია, თუმცა, მინდა იმედები გაგიცროუთ და ვთქვა, რომ პარასკევს შევხვდი ენერგეტიკის მინისტრს, რომელმაც განმიცხადა, რომ გადახდის შემთხვევაში ელექტროენერგიის პრობლემა არ იქნება, თქვენ კი სულ სხვა ინფორმაციას გვაწვდით"- განუცხადა მინდელმა "რელასის" ხელმძღვანელობას და დასძენა, რომ თუ არ გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდება და მოსახლეობა ამ მიზეზით ქუჩაში გამოვა, მაშინ "რალასის" ხელმძღვანელობიდან თავის ადგილზე არცერთი არ დარჩება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |