|
"საქართველო "
მენტალიტეტი ჯანდაცვის სფერომაც უნდა გამოიცვალოს
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო სფეროს მუშაკებისათვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ამ საავადმყოფოს ხელმძღვანელობით კონფერენცია გაიმართა თემაზე "მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და მისი საფუძველი". კონფერენციაზე გაანალიზდა ის გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გააჩნია საავადმყოფოს. საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი სასანიამ გეა-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელია სამი უმთავრესი პრინციპი: სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, უწყვეტი სამედიცინო განათლება და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები და პროტოკოლი. საავადმყოფო "რესპუბლიკას" ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება უკვე გააჩნია, დანერგილია საერთაშორისო მიდგომები. გარდა აღნიშნული პრინციპებისა აუცილებელია მოხდეს მენტალიტეტის ცვლილება იმ მიმართულებით, რომ ჯანდაცვა არის სამედიცინო მომსახურება და აქედან გამომდინარე აქცენტი უნდა გაკეთდეს პაციენტზე და არა ექიმზე.
გეა
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |