"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

მკალავიშვილის სინდისზე იყოს ცილისწამება - თქვა ელენე თევდორაძემ

"ყოველი ადამიანი წმინდა უნდა იყოს ღმერთის წინაშე, მითუმეტეს, ღვთის მსახური", - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა ელენე თევდორაძემ ბასილი მკალავიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ თევდორაძე იცავს იეღოველებს და ამის გამო იგი თანამდებობიდან უნდა მოიხსნას. როგორც თევდორაძემ განაცხადა, ბასილ მკალავიშვილის სინდისზე იყოს ცილისწამება. მისი თქმით, იგი არანაირი პასუხის გაცემას არ აპირებს მისთვის ამასთან დაკავშირებით და კატეგორიულად აღნიშნა, რომ განაგრძობს თავის საქმიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

გეა



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com