|
"საქართველო "
ექიმები მუდმივად უნდა ნათლდებოდნენ
ქვეყანაში მუდმივი სამედიცინო განათლება უნდა დაინერგოს, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ სპეციალისტთა სერტიფიცირებას ითვალისწინებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არსებობს. კერძოდ, კანონი "საექიმო საქმიანობის შესახებ" და "უწყვეტი სამედიცინო განათლების კონცეფცია". ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ექიმებმა თავიანთი ცოდნა უნდა დაადასტურონ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით. გარკვეული კრედიტ-ქულის, ანუ კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობისათვის მინიჭებული გარკვეული ქულების დაგროვების შემთხვევაში სპეციალისტს სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა აღარ დასჭირდება. გამყრელიძის თქმით, საჭირო კრედიტ-ქულების რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ წინასწარი ვარაუდით მათი რაოდენობა შესაძლებელია 250-300 იყოს.
გეა
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |