"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

როგორ ავიცილოთ თავიდან კიბო?

ელენთის გაწმენდა

რატომ არის აუცილებელი ელენთის გაწმენდა: ელენთა - ეს არის სისხლწარმომშობი ორგანო. გარდა ამისა ასრულებს დაცვით ფუნქციებსაც, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, აფერხებს მავნე ბაქტერიების გავრცელებას და ა.შ. ელენთის დაბინძურება ათასგვარი შლამებით, ტოქსინებით იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რასაც მივყავართ კიბოს წარმოშობამდე. დასუსტებული ელენთა ვერ ასრულებს ორგანიზმის სითხეების ტრანსპორტირების ფუნქციას. რაც იწვევს ამ სითხეების შეკავებას ნაწლავებში, რაც თავის მხრივ, ფაღარათის, შარდის გამოყოფის დარღვევის, რბილ ქსოვილებში შეშუპების განვითარების მიზეზია. ელენთის მდგომარეობაზე დამოკიდებულია სექსუალური სფეროც.

რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან თავიდან ვიცილებთ ელენთის გაწმენდით: ათეროსკლეროზი, ბრონქული ასთმა, სექსუალური დარღვევები, სისხლის გაჩენა შარდსა და განავალში, საშვილოსნოდან სისხლდენა, საჭმლის ცუდი მონელება, დღის განმავლობაში ძილისკენ მიდრეკილება, ფეხის სახსრებში ტკივილი, დეპრესია, ნევრასფენით, ფეხის ვენებში შეგუბება - თრომბოფლებიტი, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება.

გაწმენდის მეთოდიკა: ახალი თეთრთავა კომბოსტოს წვენით.

მივიღოთ ნახევარი ჭიქა ახალი კომბოსტოს წვენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირა შევისვენოთ და ხელახლა დავლიოთ ორი კვირა. ეს არის პირველი ციკლი. ჩავიტაროთ წელიწადში 3 ასეთი ციკლი.

კუჭქვეშა ჯირკვლის - პანკრეასის გაწმენდა

რატომ არის აუცილებელი პანკრეასის გაწმენდა: ჩინურ მედიცინაში პანკრეასი და ელენთა ერთ ჯგუფშია გაერთიანებული. ამიტომაც ელენთის გაწმენდის აუცილებლობის ის დასაბუთება, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ - ეხება პანკრეასსაც. დამატებით აღვნიშნავთ, რომ კუჭქვეშა ჯირკვალში - პანკრეასში გამომუშავებული ინსულინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ინსულინის გამომუშავების უნარი კი პანკრეასში სისუფთავის დაცვაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან ავიცილებთ პანკრეასის გაწმენდით? ყველა იმ დაავადებებს - რაც ელენთის გაწმენდის აღწერის დროს აღვნიშნეთ. დამატებით პანკრეასის გაწმენდა აუცილებელია დიაბეტიანებისათვის ან ჯანმრთელი ადამიანებისათვის დიაბეტის წარმოშობის საწინააღმდეგოდ (განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ნერვიულობა, სტრესები და ამის გამო შაქარი ეწევათ სისხლში).

გაწმენდის მეთოდიკა: დაფნის ფოთლით.

ვყრით თერმოსში ათ ცალ დაქუცმაცებულ ფოთოლს. ვასხამთ სამას გრამ მდუღარე წყალს და ვტოვებთ დახურულ მდგომარეობაში ერთ დღეს. შემდეგ ნაყენს გავწურავთ დოლბანდით და ვსვამთ 50 გრამს (ერთ მიღებაზე) ყოველ ჭამამდე 30 წუთით ადრე. როგორც კი დავამთავრებთ მთელ ულუფას, გადავდივართ შემდეგ ულუფაზე, რომელიც მეორე თერმოსში წინასწარ გვექნება მომზადებული ასე ვაგრძელებთ ორი კვირა. შემდეგ ვაკეთებთ სისხლის ანალიზს (უმჯობესია გაკეთდეს გაწმენდის წინ და ბოლოს). ჩვენ დავრწმუნდებით, რომ სისხლში შაქარი ნორმას დაუბრუნდა და ორგანიზმმა დაიბრუნა დაკარგული ფუნქციები.

შ. საბახტარიშვილი. სამკურნალო წიგნი, ტ. III,

თბილისი, 1997.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com